თინა ხიდაშელი - არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ ნატო-ში საქართველოს წევრობას

თინა ხიდაშელი - არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ ნატო-ში საქართველოს წევრობას

არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ საქართველოს წევრობას ნატო-ში. MAP-ი საქართველოსთვის წარსულია, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს MAP-ს ვერ მიიღებს და რომ პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ი დასახელდება მიზნად.

"არ ვითხოვთ ჩვენ MAP-ს არც ერთ შეხვედრაზე ამის შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ის პატრონები აღარ არიან ხელისუფლებაში. ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს, არ გვაქვს არც ამის მოთხოვნილება, არც ახირება და არც ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანი არის ნატო-ში წევრობა. არც ერთხელ, არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ საქართველოს წევრობას ნატო-ში. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, არის ჩემი ამოცანა. ვარშავიდან მე მინდა დავბრუნდეთ როგორც ქვეყანა უფრო მეტი ინსტრუმენტით იმისთვის, რომ ის ფანჯარა, როდესაც გაიღება, ვიყოთ მზად მასში შესასვლელად, ზუსტად ისე, როგორც ბალტიისპირეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ბევრი ქვეყანა შევიდა. ეს ფანჯარა აუცილებლად გაიღება, ამაზე ყველა საუბრობს. როგორც აპატურაიმ თქვა, ამას სჭირდება შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება, ოღონდ ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა ინსტრუმენტი ამისთვის. MAP-ი საქართველოსთვის წარსულია. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით", - განაცხადა ხიდაშელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ გამტარი იყო, რის კონტექსტშიც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდა, შესაბამის დოკუმენტაციებში ჩაიხედონ და ნახონ, რას ნიშნავდა MAP-ი იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც ის ჰქონდათ.

"მათ მისცეს წლიური სამოქმედო გეგმა, ჩვენ ეს უკვე გვაქვს. იქ ხსნიდნენ ერთობლივ ცენტრებს, ჩვენ შარშან გავხსენით ასეთი ცენტრი და წელს მაისში უკვე პირველი გამოშვება გვქნება. ეს ნიშნავდა ერთობლივ სწავლებებს. არც ერთ ასპირანტ ქვეყანაში არასოდეს არ ჩატარებულა ისეთი წვრთნები, რომელიც 2015 წლის ივლისში ჩატარდა საქართველოში და იქნება წელსაც. MAP-ი ვისაც ჰქონდა იმ ქვეყნებისთვის ეს ნიშნავდა ნატო-სა და იმ ქვეყნის კომისიებს - ნატო-საქართველოს კომისია დიდი ხანია, მუშაობს. ამიტომ, თუ ჩვენ ვეკიდებით რაღაც სახელებს და ქიმერებს, კი ბატონო, დავრჩეთ მიშა სააკაშვილის ნარატივში, ვისაც გინდათ. ჩვენ წინ მივდივართ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."