თინა ხიდაშელი "მაესტროს" ჟურნალისტს - იქნებ როგორმე თავად მიხედოთ საკუთარ პრობლემებს

თინა ხიდაშელი "მაესტროს" ჟურნალისტს - იქნებ როგორმე თავად მიხედოთ საკუთარ პრობლემებს

გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა თქვენს საქმეებში და როგორმე იქნებ თავად მიხედოთ საკუთარ პრობლემებს, - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "მაესტროს" ჟურნალისტს, ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

ხიდაშელის თქმით, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრსა და გია გაჩეჩილაძეს ("უცნობი") შორის შეხვედრა გაიმართა, "მაესტროში" განვითარებული მოვლენების შესახებ არავინ იცოდა.

იხილეთ ვიდეო

"გიორგი კვირიკაშვილმა ამ თემაზე ბევრჯერ გააკეთა კომენტარი. ეს იყო კერძო შეხვედრა ორ მეგობარს შორის. როდესაც ეს შეხვედრა შედგა, არავინ საქართველოში, არც მე, დარწმუნებული ვარ, არც გიორგი კვირიკაშვილმა არაფერი ვიცოდით იმ ამბებზე, რაც თურმე "მაესტროში" ხდებოდა. თქვენს თავს დიდი ხანია ბევრი რამ ხდება. მე რომ ეს არ ვიცი, კარგია - გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა თქვენს საქმეებში და როგორმე იქნებ თავად მიხედოთ საკუთარ პრობლემებს. იმ დღეს, რა დღესაც მე დავიწყებ კომენტარის გაკეთებას "მაესტროს" მესაკუთრეებთან, დირექტორებთან, წილებთან დაკავშირებით, ჩათვალეთ, რომ დავბრუნდით მიხეილ სააკაშვილის დროს", - მიმართა ხიდაშელმა "მაესტროს" ჟურნალისტს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."