ყველაფერი, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები აქტიურ ფაზაში შედის. რამდენიმე შტატში შიდაპარტიული არჩევნები უკვე გაიმართა. სანამ რესპუბლიკელები და დემოკრატები მწვავე დებატებს მართავენ და ცდილობენ დაარწმუნონ ელექტორატი, რომ სწორედ მათ შეუძლიათ ”ამერიკული ოცნების” ახდენა, ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, როგორ არის მოწყობილი ამერიკული პოლიტიკური სისტემა და რას მოუტანს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს.

მარადიული ტანდემი:

დავიწყოთ იმით, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრადიციულად 2 პარტია - რესპუბლიკური და დემოკრატიული დომინირებს, რის გამოც შტატების პოლიტიკურ სისტემას ხშირად ორპარტიულს უწოდებენ.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებლად მიიჩნევა, XIX საუკუნის 50-იან წლებში დაარსდა და გადასახადების შემცირებას, სამხედრო ხარჯების გაზრდას, ტრადიციულ ფასეულობების დაცვას უჭერს მხარს. იგი შედარებით აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა. პარტიის არაოფიციალური სიმბოლო სპილოა, ძალისა და სიმძლავრის განსახიერება. ყველაზე ცნობილი რესპუბლიკელი პრეზიდენტებია დუაით ეიზენჰაუერი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი და ჯორჯ ბუში-უმცროსი.

აშშ-ის დემოკრატიული პარტია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი პარტიაა, რომელიც XIX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა. არაოფიციალური სიმბოლო - ვირია, რომელიც დაბრკოლებების გადალახვას გულისხმობს. დემოკრატები ლიბერალურ ფასეულობებს, საბიუჯეტო ხარჯების ზრდასა და სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას უჭერენ მხარს.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."