ვალუტის კურსი
12/03/2010
USD
1
USD
1.7177
EUR
1
EUR
2.3457
RUB
100
RUB
5.8189
თქვენი აზრით, საითკენ უნდა იყოს მიმართული საქართველოს ორიენტირი?
შემოქმედებითი პოტენციალით ყველა...
 
ცხოვრება უცნაურია: მშობლებს...
 
გაფანტული სკლეროზი ნერვული...
 
კალენდარი
« მარტი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
  
17:41 / 16-01-2010
გიგი უგულავა: “თუ რუსეთი ჯარს გაიყვანს, საქართველო უარს იტყვის ნატოში შესვლაზე”
Ambebi.Geთბილისის მერ გიგი უგულავას საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევენ. ელიზავეტა მაეტნაიასთან ინტერვიუში უგულავამ განმარტა, რომ პუტინი საკმაოდ დიდი ფიგურაა იმისთვის, რომ დაწვრილმანდეს. მისივე ვარაუდით, ქართული პროდუქცია რუსეთში შესაძლოა საბაჟო კავშირის მეშვეობით მოხვდეს.

-   პრეზიდენტმა მედვედევმა ახლახანს განაცხადა, რომ შესაძლოა ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს. მიმდინარეობს თუ არა რაიმე კონკრეტული მოლაპარაკებები?

-    სამწუხაროდ, რუსული ბიუროკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური ნება. თუმცა, ამგვარი განცხადების შემდეგ, რუსეთში ქართული ექსპორტი უახლოეს ხანებში აღდგება. “მართალია, ჩვენ ბევრი დავკარგეთ თქვენი ბაზრის არქონით, მაგრამ ჩვენ მოვიძიეთ სხვა ბაზრები, მოვახდინეთ ჩვენი ექსპორტის დივერსიფიცირება, გავაუმჯობესეთ პროდუქციის ხარისხი. ჩემი ვარაუდით, რუსეთში დაბრუნება ერთი წლის განმავლობაში მოხდება თუ პირდაპირ არა, საბაჟო კავშირის მეშვეობით, ბელორუსიის, ან ყაზახეთის გავლით.

არანაირი ფობია რუსებთან მიმართებაში ჩვენ არ გვაქვს. საქართველოში რუსული კაპიტალი ისევე მუშაობს დღეს, როგორც ომამდე, განსხვავებით ქართული ბიზნესისგან რუსეთში. ჩვენთვის ნებისმიერი კაპიტალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაა. მხოლოდ თბილისში მოსახლეობის 20 პროცენტი უმუშევარია, ასე რომ, ეს თემა ჩვენთვის მეტად აქტუალურია.

-    ახალი წლის წინ პრემიერი პუტინი მოსკოვში ქართული ოპოზიციის ერთერთ ლიდერს ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა.

-    ჩვენ ყველამ ბევრი ვიცინეთ ამაზე. ვინ აძლევს პუტინს ასეთ რჩევებს, ეს ხომ არასერიოზულია! პუტინი დიდი პოლიტიკოსია, იგი მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სამეულში შედის და ამ დროს ასეთი წვრილი პოლიტიკური ფიგურები...... ნოღაიდელს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. თუ რუსეთს დიალოგი სურს, უნდა ელაპარაკოს მთავრობას და პირველი საკითხი, რომლის მოგვარების გარეშე არაფერი გამოვა ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ დაპყრობილი ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის დეოკუპაცია.

ნურავინ იფიქრებს, რომ თუ აღდგება თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, გაიხსნება ლარსის საზღვარი, ქართული ღვინო და მანდარინი რუსულ ბაზარზე დაბრუნდება, ყოველივე ეს მთავარ საკითხს მოხსნის. “თუ ეს ყველაფერი “თაფლაკვერია”  აგვისტოს “მათრახის” მერე, ამით ჩვენ ვერავინ მოგვისყიდის.

-    აბა რით მოგისყიდით?
-    თუ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ამის სანაცვლოდ საქართველო, მაგალითად, უარს იტყვის ნატო-ში შესვლაზე. თუმცა, არა მგონია, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება. ჩვენს ქვეყნებს შორის ამჟამად არსებული ურთუერთობები არ არის ის ფორმატი, რომელშიც შესაძლებელია ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი. პუტინსა და სააკაშვილს შორის პერსონალურმა ანტიპატიამ მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს. დროა საუბრის დაწყებისა, მაგრამ იგი რუსეთმა უნდა დაიწყოს.

-    პოზიციას არაერთხელ განუცხადებია, რომ აგვისტოს ომი საქართველომ წააგო, რადგან ჯარებს ხელმძღვანელობდნენ არა სამხედროები, არამედ თბილისის მერი, ანუ, თქვენ.

-    მე არასოდეს ვყოფილვარ ჯარების მეთაური. რუსული აგრესიის დროს მე გადართული ვიყავი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზე და ბრძანებებს ვაძლევდი სახანძრო, საგანგებო სიტუაციებისა და სამედიცინო სამსახურებს, ასევე სხვა დანარჩენ სტრუქტურებს. მაშინ ყველას ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიხდებოდა მუშაობა. ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში იდგა. მაშინ რუსეთმა რეალურად დაგვანახა, რომ ყველა მისი ლოზუნგი სამხრეთ ოსეთის დაცვის შესახებ მხოლოდ საბაბი იყო. რეალური მიზანი კი,  საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო. რუსი პოლიტიკოსები და გენერლებიც ღიად აცხადებდნენ ამის შესახებ.

ეს იყო რუსეთის ხელისუფლების ფატალური შეცდომა, ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. თქვენმა ქვეყანამ თავად შექმნა საშიში პრეცენდენტი. რუსეთს ეს ბუმერანგად დაუბრუნდება, რასაც არ ვუსურვებ. დასანანია, რომ ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია ამგვარ იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს. რუსეთი რომ ამ საკითხში მართალი იყოს, ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მარტო ნიკარაგუა და ვენესუელა არ დაუჭერდა მხარს.

-    მაისში თბილისის მერის პირველი პირდაპირი არჩევნები გაიმართება. თქვენ უკვე წამოაყენეთ კანდიდატურა და გამოკითხვების თანახმად, თბილისელების 65 პროცენტი გიჭერთ მხარს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი – პრეზიდენტის სავარძელი?


-    მე არ მაქვს პრეზიდენტობის ამბიციები. დედაქალაქში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მერობის სხვა კანდიდატებთან შედარებით მე კარგი შანსები მაქვს – ახალგაზრდა ვარ, ქალაქის მართვის რეალური ცოდნა და დიდი გამოცდილება მაქვს.

მომზადებულია runewsweek.ru-ს მიხედვით

P.S “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში დაბეჭდილ გიგი უგულავას ინტერვიუსთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განმარტება გაავრცელა.
როგორც ინგლისურ ენაზე გაკეთებულ განმარტებშია ნათქვამი. “ინტერვიუ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც “ნიუსვიკის”  რუსულ გამოცემაში 15 იანვარს დაიბეჭდა, შეიცავს უამრავ უზუსტობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის მერის განცხადება ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს მიმართ სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა. 

”ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ძლიერი სურვილი, რომელიც დადასტურდა 2007 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით. მერს არ აქვს არც უფლება და არც განზრახვა, იგნორირება გაუკეთოს ქართველი ხალხის ნებას. უფრო მეტიც, მერი თავად დიდი მომხრეა ნატო-ს წევრობის და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია”, - ნათქვამია მერიის განმარტებაში.

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:46 / 11-03-2010  Image ბორის ბერეზოვსკი მიხეილ სააკაშვილთან ბათუმში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
სააკაშვილისა და ბერეზოვსკის ბათუმში კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ განცხადება  დღეს, მოძრაოაბა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გააკეთა
17:00 / 11-03-2010  Image ირაკლი ალასანია თბილისის მერის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

ამის შესახებ ალასანიამ სასტუმრო “თორში” ეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

16:32 / 11-03-2010  Image უკრაინას ახალი პრემიერი და მთავრობა ჰყავს

ამ საკადრო გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 242-მა დეპუტატმა 450-დან