იენს სტოლტენბერგი - სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით

იენს სტოლტენბერგი - სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე განცხადება გააკეთა.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად აქვს შანსი საქართველოს, ნატო-ში MAP-ის გარეშე გაწევრიანდეს, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით.

"საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში გასაწევრიანებლად. თქვენ გაქვთ წლიური ეროვნული პროგრამა, თქვენ გაქვთ კომისია ნატო-საქართველო, ასევე თქვენ გაქვთ არსებითი პაკეტი.

ჩვენ წინ მივდივართ და ვახორციელებთ სხვადასხვა კომპონენტს იმ პაკეტისა, რომელიც მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული უელსში 2014 წელს. ყველა ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი გამოიყენება ყოველდღიურ რეჟიმში, საქართველოს გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. თქვენ ნატო-ს უახლოვდებით. MAP-ი არის პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც ანიჭებენ მოკავშირეები კონსენსუსის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა მაპ-თან დაკავშირებით.

მივესალმები იმ ფაქტს, რომ თქვენ აღწევთ პროგრესს, ახორციელებთ რეფორმებს, ჩვენ ჩავატარებთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებს ამ შეხვედრის ფარგლებში და მე მივაწვდი კომისიას ინფორმაციას მიღწეული პროგრესის შესახებ და მოვუყვები, როგორ შეუძლია ნატო-ს გააგრძელოს დახმარების გაწევა საქართველოსთვის და ითანამშრომლოს მასთან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."