იან კელი - მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები

იან კელი - მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები, რაც წაადგება ქართულ სისტემას, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის თემის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ელჩმა განმარტა, საკითხთან დაკავშირებით მისგან ვრცელი განმარტება მიზანშეწონილი არ იქნება, თუმცა კელის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა.

"დღეს ჩემი მეორე შეხვედრა შედგა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. პირველი შეხვედრა იყო ოქტომბერში და თავმჯდომარემ მომაწოდა ინფორმაცია განხილვაში მყოფი საქმეების შესახებ. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები, რაც წაადგება ქართულ სისტემას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა", - აღნიშნა იან კელიმ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიკერძოებულია და ძალიან მალე ის აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."