აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ბლოგზე ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ბლოგზე ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე ქართველი ჯარისკაცების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკოსი რენი სილვაა.

"საქართველოს შეიარაღებული ძალები მსოფლიოს სახიფათო რეგიონებში ამერიკული ძალების მხარდამხარ სამსახურს განაგრძობს. აშშ ეხმარება საქართველოს, იზრუნოს ბრძოლიდან შინ დაბრუნებულ ჯარისკაცებზე... 1998 წლიდან დღემდე საქართველომ საერთაშორისო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში 220 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნული პროგრამის თანხებს აღჭურვილობისა და წვრთნის, აგრეთვე მრჩეველთა დაქირავებისათვის იყენებს, რათა საქართველომ დაშავებულ ჯარისკაცებზე უკეთ იზრუნოს", - ნათქვამია სტატიაში.

Security Assistance Beyond the Battlefield: Helping Georgia Care for its Wounded Warriors – US State Department

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."