თინა ხიდაშელი - ნატო-ს სჭირდება პარტნიორები და ის მხოლოდ თურქეთი ვერ იქნება

თინა ხიდაშელი - ნატო-ს სჭირდება პარტნიორები და ის მხოლოდ თურქეთი ვერ იქნება

ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შავ ზღვაზე ეს არის პაკეტის ნაწილი, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ ეს არის ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, აქ საუბარი არ არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მხოლოდ ექსკლუზიურად შავი ზღვის მიმართულებით, არამედ საუბარია ნატო-ს გაძლიერებაზე შავ ზღვაში.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს ორი სხვადასხვა საკითხია. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შავ ზღვაზე ეს არის პაკეტის ნაწილი, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ ეს არის ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაზე. ამიტომ რა თქმა უნდა ნატო-ს სჭირდება პარტნიორები და ეს პარტნიორი ექსკლუზიურად და მხოლოდ თურქეთი ვერ იქნება", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."