ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში ხეების გადარგვის ადგილას მივიდა

ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში ხეების გადარგვის ადგილას მივიდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმყოფება. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა გაავრცელეს.

როგორც "ამბები.გე"-ს ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმ ადგილზე იმყოფება, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრის პეტრე ზამბახიძის თქმით, პარტიის წევრები ყოფილ პრემიერს იმ საბუთების წარდგენას სთხოვენ, რომელიც ადასტურებს ხეების გადარგვის კანონიერებას.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."