კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:04 / 13-02-2016
"ეს ხე ნაყიდი მაქვს უკვე" - ციხისძირში ბიძინა ივანიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმყოფება. როგორც "ამბები.გე"-ს ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, ივანიშვილი ციხისძირში იმ ადგილას მივიდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილ პრემიერს იმ საბუთების წარდგენას სთხოვენ, რომელიც ადასტურებს ხეების გადარგვის კანონიერებას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ პოლიცია მის დაკვეთას ასრულებს და აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს, უხეშად ერევა დემონსტრანტების პროტესტში და აპატიმრებს მათ. პასუხად ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი ამ საკითხთან არ აქვს.

იხილეთ ვიდეო

ყოფილ პრემიერსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. "მაქვს გეგმა და ვუთხარი უკვე თქვენს კოლეგებს, მინდა გავაკეთო პარკი. ვინ გიშლით, თქვენც შემოიტანეთ და გააკეთეთ აქ პარკი. თქვენ არ გაქვთ უფლება მიკარნახოთ, მე სად უნდა გავაკეთო. თქვენ შეგიძლიათ იდეა მომაწოდოთ. კანონით მე შეძენილი მაქვს. თუ ყველა დოკუმენტი სწორად არის გაფორმებული, ეს არის ნორმალური აბსოლუტურად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ყოფილი პრემიერის თქმით, ეს ხეები ნაყიდი აქვს და ისინი შეიძინა კომპანია "ზიმომ", რომელსაც მასთან აქვს კავშირი. ივანიშვილის თქმით: "ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, უნდა გადავამოწმო, თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება".

ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
12:29 / 19-02-2016
ტასო777
0
გიორგი კვირიკაშვილი. ძლიერი პიროვნება. ძალიან კარგი ნაბიჯებით დაიწყო.ასე გააგრძელეთ ბატონო გიორგი.
12:27 / 19-02-2016
ტასო777
0
გიორგი შენ როგორც ეტყობა ტვინგახსნილი ხარ.ამიტომ ჯერ კოპიუტერში ისწავლე წესიერად წერა მერე გვებაასე ჭკუაზე.
მსგავსი სიახლეები
რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა
"აღნიშნული საკითხი სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს, რადგან ის ბინძური კამპანიის ნაწილია"
"მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით"
"ფორბსის" 2017 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა
"საქართველო ვერ გაანადგურა საუკუნეების განმავლობაში აღა მაჰმად ხანმა, თემურ ლენგმა და ვერ იზამს ამას ბიძინა ივანიშვილი"
+VIDEO ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად მივიდა
+VIDEO მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:00 / 22-06-2017  Image პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
+VIDEO "სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა"
21:48 / 22-06-2017  Image "ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!..." - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს
"პირადად ეწევა ჩვენს ბლოკირებას ყველა მთავარ არხზე"
13:02 / 22-06-2017  Image სექსუალური სამხედრო გოგონები ისრაელის ჯარიდან
+PHOTO ყოველწლიურად ისრაელში 1 500 ჯარისკაცი ქალი ირიცხება თავდაცვით ნაწილში
16:21 / 22-06-2017  Image უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
უმრავლესობა კენჭისყრის შედეგს ტაშით შეხვდა
17:42 / 22-06-2017  Image "24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში" - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი
"საერთოდ ახალმთვარეობის პერიოდი რთულია, მით უფრო ქალებისთვის"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49