ლევან ვასაძე: "ჩემმა ძმაკაცმა, მარგველაშვილმა თავი დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა"

ლევან ვასაძე: "ჩემმა ძმაკაცმა, მარგველაშვილმა თავი დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა"

ჩემმა ძმაკაცმა გიორგი მარგველაშვილმა თავი დაიღუპა, როცა პოლიტიკაში წავიდა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პეტიცია "განგაშის ზარებზე" საუბრისას განაცხადა.

ლევან ვასაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტყულში დაადანაშაულა.

იხილეთ ვიდეო

"მინისტრი იტყუება, წარმოგიდგენიათ? მე ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ რახან თქვა, რომ ჩვენ ვიტყუებით სხვა არჩევანი არ დამრჩენია. თამუნა პირადად მე ძალიან მიყვარს. არის ერთი წესიერი გოგო, ჭკვიანი და მშვენიერი, რომელიც ძალიან დიდ გაუგებრობაში არის მოხვედრილი, ჩემი აზრით. გიორგი მარგველაშვილმა ჩემმა ძმაკაცმა თავიც დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა, ვეუბნებოდი არ წახვიდე-მეთქი და ეს ადამიანიც დიდ შეცდომაში შეიყვანა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, სახელმძღვანელო ჯერ არ არის დამუშავებული, ეს არის სტანდარტი და "ძალიან სწრაფად ცდილობენ, რომ შეცვალონ".

"პირველ ვერსიებში რაც იყო, ის ფართხა-ფურთხით წაშალეს. ამობეჭდილი მაქვს და შემიძლია ციტატები წაგიკითხოთ. ყველაფერი რაც პეტიციაში წერია, არის სიმართლე", - განაცხადა ვასაძემ და სახელმძღვანელოს პირველადი ვერსიიდან რამდენიმე ციტატა მაგალითად მოიყვანა.

პეტიციას – "განგაშის ზარები" ხელს აწერენ საზოგადოების ცნობილი წევრები და ითხოვენ, სკოლებში ახალი საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოა" არ შეიტანონ. პეტიციაში აღნიშნულია, რომ "განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოა" მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა", - აღნიშნა ვასაძემ.

ასევე იხილეთ: ლევან ვასაძე: "გგონიათ მეტი საქმე არ მაქვს, თამუნას და ვიღაც გიგაურებს ვეფარიკაო"

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებაზე: "მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას"