მიხეილ სააკაშვილი - თუ წელს საქართველომ გააგრძელა ასეთ სიტუაციაში ყოფნა, დედა შვილს არ აიყვანს ხელში

მიხეილ სააკაშვილი - თუ წელს საქართველომ გააგრძელა ასეთ სიტუაციაში ყოფნა, დედა შვილს არ აიყვანს ხელში

თუ წელს საქართველომ გააგრძელა ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როგორც არის ყველა მიმართულებით, დედა შვილს არ აიყვანს ხელში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა , მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს საერთაშორისო პოზიციების მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს პოზიციები "თავისუფალ ვარდნაშია". მისივე თქმით, რუსეთის იმპერია აუცილებლად ჩამოიშლება და საქართველო მზად უნდა იყოს საკუთარი ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის.

"ეს არის მრავალწლიანი პროცესი და პროცესი, სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სიმართლე. სამართლებრივ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დეტალები. თავის დროზე ყევლაფერი ეს გაგზავნილი გვაქვს, შემდეგ რა მოხდა ბოლო წლებში, ვერ ვიტყვი საქართველოს მთავრობის მხრიდან, თუმცა დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ აქ არის საჭირო საუბარი ისტორიულ სიმართლეზე, აქ არის საუბარი საქართველოს მომავალზე, საუბრია ჩვენი სამართლებრივი პოზიციების გამაგრებაზე. აუცილებლად ჩამოიშლება რუსეთის იმპერია და აუცილებლად ჩამოშლება პუტინის რეჟიმი და ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლებრივად მზად, როდესაც საკითხი დადგება ჩვენი ტერიტორიების რეინტეგრაციის დანარჩენ საქართველოსთან.

თუ წელს საქართველომ გააგრძელა ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როგორც არის ყველა მიმართულებით, დედა შვილს არ აიყვანს ხელში, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო პოზიციების მიმართულებით. ახლა ჩვენ საერთაშორისო პოზიციების თვალსაზრისით თავისუფალ ვარდნაში ვიმყოფებით. როდესაც საერთაშორისო ვარდნაში ხარ, სად მოახდენ ზღართანს, კაცმა არ იცის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."