"დაბლოკილი მოხსენება" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რეკომენდაციები ხელისუფლებას

"დაბლოკილი მოხსენება" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რეკომენდაციები ხელისუფლებას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ქადაგიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ბიუროკრატიული რეზერვების კომენტირებისას განაცხადა.

"თუ მეკითხებით, სად შეიძლება ბიუროკრატიის შემცირება, გეტყვით, საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა სიპებზე და სტრუქტურებზე. შვეიცარაია, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო, უკლებლივ.

ქადაგიძის განცხადებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია და შესაძლებელია ძველ კურსს დაუბრუნდეს. მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი რამ მომხდარა.

"დღევანდელი მდგომარეობით, მომდევნო პერიოდში ლარის უფრო მეტ გაუფასურებას არავითარ შემთხვევაში არ ველოდებით. ამავე დროს, თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვექნება და საგარეო ფაქტორებმაც ითამაშა თავისი როლი, ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, თუ რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ და რა გაკეთდა არასწორად, ამაზე ქადაგიძემ განაცხადა: "ბიუჯეტი უნდა იყოს მიზნობრივად განაწილებული. არ შეიძლება თანხა იხარჯებოდეს ყველაზე. თანხა უნდა იხარჯებოდეს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის ყველაზე უფრო მეტად ეფექტური საზომი ფისკალური პოლიტიკის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საკითხები, სადაც გაქვს წარმატებული მაგალითები ამ კუთხით, მაგალითად უმწეოთა დახმარება, თუმცა არის მაგალითები, როცა ეხმარებიან ადამიანებს, ვისაც არ სჭირდება. თუ დავეხმარებით მხოლოდ უმწეოებს, ამ გამოთავისუფლებული ხარჯებით საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მიიღებენ უფრო მეტ თანხას, ხოლო ის ადამიანები, ვისაც ეს თანხა არ სჭირდება, არ მიიღებენ ამ თანხას", - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."