კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:27 / 18-02-2016
რამდენ მილიონს დაზოგავს საქართველოს ბიუჯეტი, თუ 19 სამინისტრო განახევრდება
ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებას სამინისტროების ნაწილის გაუქმებისა და ამით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების თაობაზე, დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ქადაგიძის გამოსვლას მავანი პოპულისტურად მიიჩნევს, ზოგი კი მის აზრს იზიარებს და აღნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაცია შესაძლებელი და აუცილებელია.

რეალურად, რამდენად არსებობს ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი და რა ფისკალურ ეფექტს მიიღებს სამინისტროებისა და მათი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით საქართველოს ბიუჯეტი - საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტს ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა:

"იმ შემთხვევაში, თუ ათი სამინისტროთი შემცირდება სამთავრობო უწყებათა ჩამონათვალი, სამინისტროების შერწყმა და გაუქმება ასე წარმომიდგენია: ევროინტეგრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, ასევე დიასპორის სამინისტროების ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეითავსოს. აღნიშნული უწყება ისედაც მოიცავს ამ საკითხებზე მუშაობას. ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანდეს, სასჯელაღსრულება შსს-ს მიუერთდეს, ხოლო სპორტისა და კულტურის სამინისტროები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტზე გადავიდეს. ამ ყველაფრით ბიუროკრატიული ხარჯები 80 მილიონი ლარით შემცირდება. ვფიქრობ, ამაზე უფრო რადიკალური ნაბიჯი რთულად წარმოსადგენია, პრაგმატულ პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზების საშუალება არ გვაქვს", - აღნიშნავს ნამჩავაძე.

მისი თქმით, ფულის დაზოგვის დიდი რესურსი ნებისმიერ სამინისტროშია. ეკონომისტი აცხადებს, რომ ერთი მაღალი თანამდებობის პირის გათავისუფლებით წელიწადში 200 000 ლარამდე დაიზოგება. "ჩვენ ბევრ სამინისტროში გვაქვს ასეთი სურათი, უწყებას ჰყავს მინისტრი, თავისი მოადგილეებითა და დეპარტამენტის უფროსებით. რეალურად კი მინისტრის მადგილე და დეპარტამენტის უფროსი ერთ საქმეს აკეთებენ. ან ერთი უნდა დარჩეს, ან - მეორე. ძალიან ბევრი სამსახური უბრალოდ, გამოგონილია. უფრო ღრმადაც რომ გავყვეთ, 2-3 სამმართველო ხშირად ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, ასე რომ, შიდა ოპტიმიზაციის რესურსი ნამდვილად არის", - აღნიშნავს ბესო ნამჩავაძე.

მისი თქმით, მხოლოდ სამინისტროების ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ბიუჯეტზე ფისკალური ეფექტი არ ექნება და იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მივიღოთ, ამას რომელიმე სამინისტრო თავისი პროგრამებითა და ფუნქციებით უნდა შეეწიროს.

"80 მილიონი ჯამში მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ, ათი სამინისტროს გაუქმება საკმაოდ რთულია. რადგან ასეულობით ადამიანი სამსახურს დაკარგავს, რეორგანიზაცია კი რთულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ თუ გვინდა, რომ რომელიმე სამინისტროს გაუქმებით, ბიუჯეტის ხარჯი მნიშვნელოვნად შევამციროთ, მაშინ ასარჩევია სამინისტრო, რომელიც თავისი ფუნქციებით უნდა გაუქმდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ სამინისტროს ფუნქციები მთლიანად კერძო სექტორში გადავიდეს", - აღნიშნავს ეკონომისტი.

ბესო ნამჩავაძის თქმით, სამინისტროების გაუქმების საკითხი არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში განსახილველი თემაცაა და გარკვეული შეხედულების, იდეოლოგიის მიხედვით, შესაძლოა სხვადასხვაგვარად გადაწყდეს.

დღეისათვის საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის გარდა, 19 სამინისტრო მართავს. ქვეყნის ბიუჯეტი 9 მილიარდ 335 მილიონი ლარით განისაზღვრება და საერთო ჯამში სამთავრობო სტრუქტურებში 115 756 ადამიანია დასაქმებული. ამათგან ყველაზე ცოტა, 20 ადამიანი მუშაობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, რომლის ბიუჯეტიც 2016 წლისთვის 1 200 000 ლარით განისაზღვრება. მას მოსდევს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 31 დასაქმებულითა და 1 350 000 ლარიანი ბიუჯეტით.

როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ეს რიცხვი დღეის მდგომარეობით, 42 257-ს შეადგენს, თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისათვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 405 მილიონი ლარია გამოყოფილი, უწყების საერთო სახსრები კი 670 მილიონ ლარს უტოლდება. დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტრო (29 908), რომლის ბიუჯეტიც 595 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხა - 394 მილიონი ლარია.

ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE
14:11 / 20-02-2016
ალექს
0
მე არ ვებრძვი მოხელეს,სისტემას ვებრძვი,რომელიც მოხელეს აიძულებს იყოს ცუდი !
16:11 / 19-02-2016
ალექს
0
მიშამ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების საფარველ ქვეშ,სახელმწიფო მოხელე ჩვეულებრივი მოქმედი კანონმდებლობით გახადა მთავარ კანონზე მაღლა მდგომი,ის-(მოხელე) აბსოლუტურად დაცულია რიგითი მოქალაქის მხრიდან ამ მოქალაქის კანონიერი საჩივრისაგან მის-(მოხელის) ყველაზე უკანონო ქმედებაზე-სიცოცხლის და ჯანმრთელობის , ქონების და ღირსების ხელყოფასა და შელახვაზე .
სამაგიეროდ სახელმწიფო მოხელე ,უმაღლესი რანგისაც კი, მიშასეული,მაგრამ უკვე სხვა კანონით, აბსოლუტურად მოწყვლადია იერარქიულად ზემდგომის მხრიდან ზემოთ რომ ჩამოვთვალე იმ 4 დაუსჯელი დანაშაული , იმათგან , თუკი მას რანგით მაღალი ჩინოვნიკი ქვემდებარის მიმართ ჩაიდენს!
ანუ მიშაა პრემიერი !
თუ კვირიკაშვილია დაწერილით ,და დაუწერლად ივანიშვილი ,მაშინ შეცვალონ სისტემა !
ვერ შეცვლიან,სისტემაა ასეთი ,სტალინური,დიდი დიდი მაკიაჟი გაუკეთონ :

19 -ს მაგივრად 9 მინისტრი ,150-ს ნაცვლად 100 დეპუტატი,მაჟორიტარის ნაცვლად პროპორციონისტი,ესაა სულ !
მისი შეცვლა შეუძლია მხოლოდ ხალხს, თუკი ერთად არჩევნებზე უარს ვეტყვით სისტემას და ახალ ახალგაზრდა პოლიტიკურ ძალას დავუჭერთ მხარს !
ვინ და სად არიან ?
ესენი ისინია ,არასოდეს ნაცქოცმოქკავშირში,არც მათ სატელიტ პარტიებში,არც კომპარტიასა და კომკავშირში,არც მათ გუნდრუკის მკმეველ პრესა ტელევიზიის და შოუ ბიზნეს ,კულტურის წარმომადგენლებში რომ არ ყოფილან !
სად არიან ?
თქვენსავე სახლებში,კარგად მიიხედ მოიხედეთ !
მსგავსი სიახლეები
2016 წელს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო 30 655 მძღოლი დაჯარიმდა
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 34.608.088 ლარი
სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან 77 ადამიანი, მათ შორის, 30 სამოქალაქო პირი დაითხოვეს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს
"მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია"
როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისათვის 2016 წლის
ბოლო რამდენიმე დღეა, მათ გასაუბრებაზე იბარებენ და თანხის სანაცვლოდ, სამსახურიდან წასვლას სთავაზობენ
ნარმანიას შეფასებით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დახვეწილი და სრულყოფილია
თბილისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოს წარუდგინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49