ნარმანიამ პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრება დაუფინანსა - რა დოკუმენტი მოიპოვა ნიკა მელიამ

ნარმანიამ პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრება დაუფინანსა - რა დოკუმენტი მოიპოვა ნიკა მელიამ

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზეა გამოცემული.

"ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოყო 5 400 ათასი ლარი. ეს ის მუხლია, საიდანაც უნდა ფინანსდებოდნენ სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები და ა.შ. ეს არის ცინიზმი და უნდა ახსნას ნარმანიამ, რამ გაამწარა და რამ გააკეთებინა ეს სისულელე. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი ბატონი გერგედავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა მელიამ.

მისივე განმარტებით, ნარმანიას მიერ გამოცემული ბრძანებულებით, გამოყოფილი თანხა გერგედავას შვილის საზღვარგარეთ - საფრანგეთში სწავლას და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს, "მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით".

თბილისის მერის ბრძანება 2015 წლის სექტემბერშია გამოცემული.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."