გოგი თოფაძე ჟურნალისტებს: "გახვალთ თუ პოლიციას გამოვუძახო?"

გოგი თოფაძე ჟურნალისტებს: "გახვალთ თუ პოლიციას გამოვუძახო?"

"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე "იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტები თავს არ დაანებებენ", პოლიციის გამოძახებით იმუქრება.

ჟურნალისტებმა გოგი თოფაძეს დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა თოფაძემ მედიის წარმომადგენლებს ასე მიმართა: "გახვალთ ახლა, თუ პოლიციას გამოვუძახო?"

იხილეთ ვიდეო

"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრმა, გოგი თოფაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე მისი დანაპირები უნდა შეასრულოს. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თოფაძე თავისი განცხადებებით კოალიციას და თვითონ უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის.

"თოფაძეს გამოცხადებული აქვს, მივდივარ პარლამენტიდანო და რაღაც გაეწელა ამ სიტყვის შესრულება. შეასრულოს ეს და მის ფრაქციას და პარტიას მოუხსნის პრობლემებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მმართველი გუნდის აღნიშნულ ორ წევრს - დავით ბერძენიშვილსა და გოგი თოფაძეს შორის გუშინ, პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რომელიც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მისამართით თოფაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას უკავშირდებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."