"მურვან ყრუ არ სძულდა ხალხს ისე, როგორც ესენი სძულს" - გოგი თოფაძე ძმებ ბერძენიშვილებზე

"მურვან ყრუ არ სძულდა ხალხს ისე, როგორც ესენი სძულს" - გოგი თოფაძე ძმებ ბერძენიშვილებზე

ფრაქცია "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე ლევან და დავით ბერძენიშვილების კრიტიკას ასევე მწვავე კრიტიკით პასუხობს. როგორც თოფაძემ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში განმარტა, ის ამ შემთხვევაში არა "რესპუბლიკური პარტიის", არამედ ძმები ბერძენიშვილების წინააღმდეგია.

"ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ასე აქტიურად არ ჩაერეოდა ამ ყველაფერში.მოგიყვანთ ერთ მაგალითს, 80-იან წლებში მან სამარცხვინო რამ გააკეთა, როდესაც თავისი თანაგუნდელები, რომელიც ციხეში ერთად ისხდნენ პოლიტიკური ნიშნით, ჩაუშვა. თვითონ გათავისუფლდა, სამსახურიც დაიწყო და ეს ადამიანები ციხეში გაუშვა. აღარ მივყვები კიდევ მის ბიოგრაფიას. დღეს მან ერთ-ერთ გაზეთში გააგრძელა კვლავ ჩემი კრიტიკა. მას მიაჩნია, რომ მე ევროკავშირის წევრობა არ მინდა. ამართლებს თინა ხიდაშელს. თუ რამე არასწორი ვთქვი ამ საკითხზე, შუეძლიათ მიჩივლონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ლევან ბერძენიშვილს მორალური უფლება არ აქვს ასეთი განცხადებები გააკეთოს, რადგან ისეთი "ვაჟკაცობები" აქვს ჩადენილი...", - ამბობს თოფაძე.

დეპუტატის განცხადებით, ძმები ბერძენიშვილები კოალიციის გარეშე არაფერს წარმოადგენენ და ფიქრობს, რომ ისინი "ქართული ოცნებიდან" გასვლას "ვერც გაბედავენ".

"ნუ იჩემებენ, რომ წამყვანი გუნდი არიან კოალიციაში. პირიქით, ვერსად მარტო ვერ იყრიან კენჭს. ესენი სძულს საქართველოს მოსახლეობას... მურვან ყრუ არ სძულდათ ისე, როგორც ესენი. ვერ გაბედავენ კოალიციიდან ცალკე გავიდნენ. სადაც ლევან ბერძენიშვილი დააპირებს კენჭისყრას როგორც მაჟორიტარი, პირადად მე ჩავუდგები იქ და ვნახოთ როგორ და რას აიღებენ. ის, რომ უცხო ქვეყნის ელჩები უჭერენ მხარს, ამით ნუ მოაქვთ თავი. საქართველოსთვის სიკეთის გამკეთებლები არ არიან", - ამბობს თოფაძე.

ძმებ ბერძენიშვილებსა და გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირება თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. თოფაძემ თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილებმა "მრეწველების" ლიდერის ამ განცხადებას ანტისახელმწიფობრივი უწოდეს.

ასევე იხილეთ: დავით ბერძენიშვილი – გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შესახებ სიტყვის შესრულება რაღაც გაეწელა

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."