"ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია"

"ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია"

ირანთან უვიზო რეჟიმის აღდგენამ თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობა ერთბაშად დაათბო და გამოაცოცხლა.

განსაკუთრებით ნაყოფიერი ირანის ენერგეტიკის მინისტრ ჰამიდ ჩიჩიანის და კახი კალაძის შეხვედრა აღმოჩნდა. ამ შეხვედრის შემდეგ გახმაურდა, რომ თეირანი და თბილისი საქართველოსთვის 200 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პირველი კონტრაქტი შვიდ თვეზე გაფორმდება, თუმცა, საქართველომ სომხეთისგან მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე ლიცენზია უნდა მიიღოს.

ირანულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებსაც ააშენებს. ირანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 2015 წლის ივნისში ირანი და სომხეთი უკვე შეთანხმდნენ ელექტროგადამცემის მესამე ხაზის მშენებლობაზე და ამ ხაზის გამოყენება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად შეიძლება, თუმცა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯანის გავლითაც არის შესაძლებელი. ირანთან ურთიერთობის აღდგენას ქართველი ექსპერტები და ენერგეტიკოსები დადებით მოვლენად მიიჩნევენ, მათი აზრით, ორივე ქვეყნის ეკონომიკა მოიგებს. ამ თვალსაზრისს იზიარებს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა.

„დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთს ავსებს. როდესაც ირანთან ურთიერთობის აღდგენაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ირანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძვირი საბადოები აქვს. განვითარებადი ქვეყნების რიგში ირანს საპატიო ადგილი უჭირავს, ამიტომ ამ ურთიერთობის აღდგენას ყველანაირად უნდა მივესალმოთ. გაზის მოწოდების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ირანის ეკონომიკისთვის, რადგან ირანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაშიც“, - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.

ანზორ ჭითანავას თქმით, 200 მილიონი კუბური მეტრი დიდი მოცულობა არ არის, რადგან საქართველო 2 მილიარდამდე კუბომეტრ გაზს მოიხმარს და ეს მისი საჭიროების მხოლოდ 10 პროცენტია.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."