მანანა კობახიძე - კობა კობახიძე კლიენტებთან ურთიერთობაში იყენებს ჩემს გვარს და სახელს, რომ სარფიანად გაყიდოს მისი საადვოკატო მომსახურება

მანანა კობახიძე - კობა კობახიძე კლიენტებთან ურთიერთობაში იყენებს ჩემს გვარს და სახელს, რომ სარფიანად გაყიდოს მისი საადვოკატო მომსახურება

2012 წლის შემდეგ კობა კობახიძე აქტიურად იყენებს ჩემს გვარსა და სახელს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში იმისთვის, რომ სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად ხდება, როდესაც ადამიანები ცდილობენ საერთო გვარით მანიპულირებას.

"არანაირი ნათესაური კავშირი ჩემსა და კობა კობახიძეს შორის არ არის. არის გვარი, რომელიც გვაერთიანებს. ალბათ ყველას გვყავს გვარში ადამიანები, რომლებიც შეიძლება მთლად ღირსეულები არ იყვნენ. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს ადამიანი "ქართულ ოცნებაში" მუშაობდა, შემდეგ გაუჩნდა სურვილი და ამბიცია, რომ რაღაც თანამდებობაზე დანიშნულიყო - ეს იყო პროკურორის პოზიცია თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ის კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, აქტიურის იყო კომიტეტის სხდომებზე და რაღაც სკანდალივითაც მოაწყო. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც ამ თანამდებობაზე. იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ასეთი თანამდებობა ვერ შესთავაზა, არის განაწყენებული. იმის გამო, რომ რაღაც სამსახური ვერ მიიღო იმ პოლიტიკური აქტიურობის და საადვოკატო საქმიანობის გამო, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" ახორციელდებდა 2012 წელს, არის ნაწყენი. 2012 წლის შემდეგ აქტიურად იყენებს პირადად ჩემს გვარსა და სახელს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში იმისთვის, რომ სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ და მოატყუებულები არიან", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ვიცე-სპიკერი მოუწოდებს პროკურატურას, შეისწავლოს კობა კობახიძის ქმედებები.

"თუ ის თავის კლიენტებს სთავაზობდა გარკვეული სახის მომსახურებას და ამ დროს იყენებდა ჩემს სახელსა და გვარს, რომ რაღაც იურიდიული შედეგი დადგებოდა თითქოსდა ჩემი დახმარებით, შეწყალებულები იქნებოდნენ ეს თუ სხვა პირები, ეს ადამიანები არიან მსხვერპლნი და ალბათ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, იყენებდა თუ არა აქტიურად კობა კობახიძე ჩემს პოზიციას, ჩემს მდგომარეობას მის ე.წ. საადვოკატო საქმიანობაში, იყო თუ არა ბოროტად გამოყენებული ჩვენი საერთო გვარი", - განმარტა ვიცე-სპიკერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."