აღშფოთებული ვარ, ვისურვებ დამნაშავის უსწრაფესად დაკავებას - კალაძე პეტრიაშვილის დაჭრაზე

აღშფოთებული ვარ, ვისურვებ დამნაშავის უსწრაფესად დაკავებას - კალაძე პეტრიაშვილის დაჭრაზე

ვიცე-პრემიერი კაცი კალაძე ბუკა პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კიალაძე პოსტს "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"კრიმინალი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. მართლმსაჯულებას ვერც ბუკაზე თავდამსხმელი გაექცევა. რა ცინიზმია ახლობლების საფლავებზე მისულ ადამიანებზე თავდასხმა.... ძალიან აღშფოთებული ვარ. მე ბუკას რეჟიმთან ბრძოლის პერიოდიდან ვიცნობ და ვმეგობრობ, ამიტომ ორმაგად მძიმე იყო იმის გაგება რაც მოხდა. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ვისურვებ დამნაშავის უსწრაფესად დაკავებას" - წერს კალაძე.

ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე იმ დროს დაჭრეს, როდესაც ის ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ: ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს

ალექსი პეტრიაშვილს 3-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."