არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი ფული?

არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი ფული?

უკვე მეორე თვეა ბიუჯეტის შემოსულობები მკვეთრად ჩამორჩება გადასახდელებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში პრობლემებია, თუმცა ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ შეექმნება.

26 თებერვლის მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობები კვარტლის გეგმის მხოლოდ 51%-ია, ხოლო გადასახდელები 58%. ამ ფაქტის ასახსნელად, ფინანსთა სამინისტროში საკუთარი არგუმენტები აქვთ - პირველ კვარტალში შიდა ვალი აღარ გაიზრდება და დეფიციტის დაფინანსება ხაზინის ნაშთიდან მოხდება, რომელიც 2016 წლიდან საკმაოდ სოლიდური მოცულობით გადმოჰყვა ხაზინას.

არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ შეიძლება ბიუჯეტში ფული აღარ შევიდეს და მიმდინარე ვალდებულებების (პენსიები, სოციალური დახმარებები, ხელფასები) დაფინანსება საფრთხის ქვეშ დადგეს.

ამ შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ განსაკუთრებით თებერვალში შემოსულობები ბევრად ნაკლებია, ვირე გადასახდელები. 26 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის მთავარ ხაზინაში 1,116 მილიარდი ლარი შევიდა, ხოლო 1,380 მილიარდი ლარი დაიხარჯა, ანუ 264 მილიონი ლარით მეტი.

ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტროს თებერვლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო მონაცემები არ გამოუქვეყნებია. იანვარში კი მდგომარეობა ასეთია: ხაზინაში 627,367 მილიონი ლარი შევიდა, კვარტლის გეგმის 29,2%, ხოლო 675,940 მილიონი ლარი დაიხარჯა (28#4%), აქედან, შემოსავლები 578,491 მილიონი ლარია (29,1%), გადასახადები - 558,063 მილიონი ლარი (29,,9%).

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."