"ალასანიას ნერვებმა უმტყუნა... მე არ ვაპირებ არსად წასვლას"

"ალასანიას ნერვებმა უმტყუნა... მე არ ვაპირებ არსად წასვლას"

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ის ვითარებზე, რაც კონკრეტაულად "რეპუბლიკელების წინააღმდეგ ხდება.

ხიდაშელის თქმით, "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ერთადერთი მიზანი იყო, რომ მათი პარტია ოპოზიციაში წასულიყო.

"ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა ეს იყო. რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა.

იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნებია. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. მე ნერვები არ მიმტყუნებს. არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახს ამ ქვეყენას" - აღნიშნა ხიდაშელმა.

იხილეთ  ვიდეო

რაც შეეხება კოალიციის შიგნით "რესპუბლიკელების" და "მრეწველების" დაპირისპირებას, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთიანი კამპანიის ნაწილი.

"ეს არის კოალიციის საწინააღმდეგო კამპანია. გოგი თოფაძეს "რესპუბლიკელები" არ აურჩევია კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად. გოგი თოფაძე ჰორიზონტზეც არ არსებობდა, როდესაც კოალიცია იქმნებოდა. ის მაშინ არავის დაუპატიჟებია. ის ერთი ჩვეულებრივი დეპუტატია, რომელიც ზის საქართველოს პარლამენტში. ამ ყველაფრის უკან დგას გარე ძალები, თუნდაც მეზობელი ქვეყნიდან… ივანიშვილმა გააკეთა კოალიცია და პირველ სუბიექტად დაასახელა "რესპუბლიკელები"- ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა ვის ირჩევდა პარტნიორად…"- დასძინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."