თოფაძე VS ჟურნალისტები: "დაგიმტვრევთ მაგ აპარატურას"

თოფაძე VS ჟურნალისტები: "დაგიმტვრევთ მაგ აპარატურას"

დეპუტატი გოგი თოფაძე მასსა და "რესპუბლიკელებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე კომენტარს არ აკეთებს. გოგი თოფაძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტების არცერთ შეკითხვას პასუხი არ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ თავს არ დაანებებენ, ჟურნალისტებს აპარატურას დაუმტვრევდა. "დაგიმტვრევთ მაგ აპარატურას", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

იხილეთ ვიდეო

შეგახენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უმრავლესობის დეპუტატი მედიას მუშაობაში ხელს უშლის. მან რამდენჯერმე გააძევა ჟურნალისტები კაბინეტიდან, ერთხელ კი "პოლიციის გამოძახებით" დაემუქრა. ჟურნალისტებმა მაშინ გოგი თოფაძეს დავით ბერძენიშვილის იმ განცხადების კომენტირება სთხოვეს, რომელშიც "რესპუბლიკელმა" განაცხადა, რომ "თოფაძე თავისი განცხადებებით კოალიციას და უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის". თუმცა თოფაძემ მედიის წარმომადგენლებს პასუხად ასე მიმართა: "გახვალთ ახლა, თუ პოლიციას გამოვუძახო?!"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."