უსუფაშვილი ჟურნალისტს - გეუბნებით, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში ვართ და თქვენ მეკითხებით, ვინმე დარჩება თუ წავა მთავრობიდან?!

უსუფაშვილი ჟურნალისტს - გეუბნებით, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში ვართ და თქვენ მეკითხებით, ვინმე დარჩება თუ წავა მთავრობიდან?!

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არარელევანტურს უწოდებს კითხვას იმის შესახებ, რამდენად მოსალოდნელია პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ თავდაცვის მინისტრის შეცვლა. კერძოდ, ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა გიორგი კვირიკაშვილი, როცა ის საკუთარ განცხადებაში ამბობდა, რომ განახორციელებდა გადანაცვლებას, უსუფაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა: - უკაცრავად, მე გეუბნებით, რომ სტრატეგიულ და უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში ვართ და თქვენ მეკითხებით, ვინმე დარჩება თუ წავა მთავრობიდან?!. ეს არარელევანტურია. პრემიერს ეს არასდროს უთქვამს. ის იმ შესაძლო ცვლილებებზე საუბრობდა, რომელიც შემდგომმა პროცესებმა შეიძლება მოიტანოს.

ამასთან, უსუფაშვილი ირწმუნება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კოალიციის დაშლაზე საუბარი არ ყოფილა. ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ "რესპუბლიკური პარტია" და პარტია "ქართული ოცნება" უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობაზე გადადის, რასთან დაკავშირებითაც ორპარტიული შეთანხმება შედგება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."