"5 ნატყვიარის, 16 ჭრილობის, ბეისბოლის "ბიტებით" მუშაობის პირობებში, კარგ ფორმაში ვარ" - პეტრიაშვილის პირველი კომენტარი გამოწერის შემდეგ

"5 ნატყვიარის, 16 ჭრილობის, ბეისბოლის "ბიტებით" მუშაობის პირობებში, კარგ ფორმაში ვარ" - პეტრიაშვილის პირველი კომენტარი გამოწერის შემდეგ

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა. როგორც საავადმყოფოდან გამოსულმა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოჯანმრთელების მხრივ პროგრესია.

"არის პროგრესი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით. ექიმები თვლიან, რომ უკვე სახლში შემიძლია მკურნალობის გაგრძელება. 5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩებისა და ბეისბოლის ბიტების მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ", - განაცხადა ლექსი პეტრიაშვილმა.

ნახეთ ვიდეო:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."