კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:46 / 09-03-2016
კალაძის ირონიული პასუხი თარგამაძეს: "ვინმე "ბუღამ", ბანკში "სულს ამოგხდით" გადმორიცხა 7 450 000
"ნაციონალურმა მოძრაობამ" შოუს მოწყობა სცადა, მათი განცხადებები მხოლოდ სიცრუეს და დემაგოგიას ეფუძნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მათი მისამართით არაერთხელ გააკეთა განცხადება კონსტრუქციული თანამშრომლობის თაობაზე, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დემაგოგიის ფორმატშია ჩარჩენილი".

კახა კალაძე დეპუტატ გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ბრალდებასაც გამოეხმაურა და მას იუმორით უპასუხა.

იხილეთ ვიდეო


"გუშინ ღამით მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახულია თანხების გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან. გადარიცხვა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა გააკეთა, მეტსახელად ბუღამ. ბანკი არის "სულს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამოგხდით", გადმორიცხულია 7 450 000, ხოლო საქართველოში მიმღები ბანკია "ბოლო გაფრთხილება". თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე და მითითებულია გივი თარგამაძე. ხოლო თანხის გამოყენების დანიშნულებად მითითებულია მახათების და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის", - განაცხადა პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების ბოლოს კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს იმიტირებული გადარიცხვის ფურცელის აჩვენა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადაურიცხა.

გუშინ, გივი თარგამაძემ წარმოადგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილი კრიმინალის მეტსახელად "კალატოზას" მიერ ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი. თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე-პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი".
22:52 / 26-05-2016
კალაძე ფრთხილად იყავი საკუთარ ოცნებაშიც არ გააიტანო ავტოგოლი თორე ბიძოს გააბრაზებ და კუთხეში დაგაყენებს.
aaa
12:55 / 10-03-2016
valiko, რაო, რა მინდაო აააა!!!. არაფერი არ მინდაო კაცო, ცეკვავს რა!!!
მიმინო
მსგავსი სიახლეები
"სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ ცნო
გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრმა 20 000 ევროდ შეიძინა მოტოციკლი HARLEY DAVIDSON-ი
+VIDEO| "ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება"
"იქამდე მივიდა, რომ დიდგორი საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება"
+VIDEO| გასულ წელს მინისტრმა ქართველ მამაკაცებში ფაქტობრივად, დაამკვიდრა ლამბერსექსუალის იმიჯი
დეტალებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები უახლოეს მომავალში წარმოადგენენ
გივი თარგამაძე ვანო მერაბიშვილის მშობლების ოჯახში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ექსპერტი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრისთვის" ინტერვიუში აცხადებს, რომ...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
15:37 / 25-02-2017  Image "ყოველი ხელფასიდან ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს..." - ის, რაც მაია ასათიანის შესახებ ბევრმა არ იცის
"ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა"
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49