7 მიწის ნაკვეთი, 4 შპს, 25 000 დოლარი და 100 000 ლარი - თელავის მაჟორიტარის გელა სამხარაულის ქონება

7 მიწის ნაკვეთი, 4 შპს, 25 000 დოლარი და 100 000 ლარი - თელავის მაჟორიტარის გელა სამხარაულის ქონება

თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა ქონებრივ დეკლარაცია, მიმდინარე წლის 14 იანვარს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით მის მფლობელობაშია:

530 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი თელავში იყალთოს ქუჩაზე;

4500 კვ.მ და 1316 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები თელავში;

100000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში;

85000 კვ.მ და 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 900 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ალავერდში;

9000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში;

10000კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი თეთრწყაროში, ანტიანში;

15 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი თბილისში ნუცუბიძის 5მ/რ-ში.

დეპუტატის მეუღლის ნატო თხლაშიძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ნუცუბიძის 5მ/რ-ში, ფართობი 150 კვ.მ.

გელა სამხარაულს ეკუთვნის მიკრო ავტობუსი Ford და ავტომანქანა Lexus, მეუღლეს Nissan და მსუბუქი ავტომანქანა Toyota.

მაჟორიტარ დეპუტატს დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულის სახით 25000 დოლარი და 100 000 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი 20 000 ევრო და 10 000 ლარი.

სამხარაულს ოთხი შპს აქვს, თუმცა დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ამ კომპანიებიდან შემოსავალი არ მიუღია. განაგრძეთ კითხვა

წყარო: speqtri.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."