გოგი თოფაძის განცხადებებში პოლიტიკურ გააზრებას ემოციები სჭარბობს - გია ვოლსკი

გოგი თოფაძის განცხადებებში პოლიტიკურ გააზრებას ემოციები სჭარბობს - გია ვოლსკი

გოგი თოფაძის განცხადებებში პოლიტიკურ გააზრებას ემოციები სჭარბობს, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი თურქეთთან დაკავშირებით გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.

"ეს იყო ემოციური განცხადება, რომლის უკან პოლიტიკა არ დგას, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსს პოლიტიკურ თემებზე საუბრისას მეტი დაფიქრება მართებს. მით უფრო მაშინ, როცა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორსა და კეთილ მეზობელზე საუბრობს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ დღეს, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საკომიტეტო მოსმენისას უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო "გაზპრომთან" თანამშრომლობის საკითხზე ქართულ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. თოფაძის თქმით, ეს გაუგებარია იმ ფონზე, როცა უამრავი "ნაგავი შემოგვაქვს" თურქეთიდან, რომელსაც "ჩვენი ტერიტორიები დაკავებული" აქვს. "თურქეთიდან, რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."