კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:38 / 14-03-2016
კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი
"თავისუფალ დემოკრატებს" ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ვახტანგ მჭედლიძე შეუერთდა, რომელიც საზოგადოებას დღეს თავად ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. პარტიის ლიდერმა მჭედლიძეს ძლიერი კადრი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი გამორჩეულია საქმეში წარმატებით, არის გამორჩეული ბიზნესმენი, აქვს სოლიდური სპორტული წარსული - იყო რაგბის ნაკრების წევრი.

ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური ლიდერი ლაგოდეხში იქნება. პარტიის ახალმა წევრმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მადლობა გადაუხადადა განმარტა, რომ აღნიშნული პარტიის წევრობა მისთვის დიდი პატივია. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო "თავისუფალი დემოკრატი" და ვიშრომო ისეთ ხალხთან ერთად, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ჩემს მთელ რესურსს, ენერგიას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ გუნდი იყოს უფრო წარმატებული და, რა თქმა უნდა, გამარჯვებული", - განაცხადა მჭედლიძემ.

იხილეთ მჭედლიძის წარდგენის ვიდეო

ვახტანგ მჭედლიძე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლეა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი ბიჭუნა ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. იგივე ასევე მეგობრობს ირაკლი კოდუასთანაც. როგორც ჟურნალ "რეიტინგის" ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, კოდუა ძებნილობის დროს ვახო მჭედლიძესთან ერთად იმყოფებოდა პრაღაში. მჭედლიძე რამდენიმე წელი ჩეხეთში ცხოვრობდა და იქ სახლი აქვს.

ვახტანგ მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საკრებულოს წევრიც გახლდათ. ის "ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის" წევრი და "სარევიზიო კომისიის" თავმჯდომარის მოადგილე იყო. თუმცა 2011 წლის თებერვალში მან საკრებულო დატოვა. როგორც მაშინ საკრებულოში განმარტეს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მჭედლიძემ საკრებულო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა პრესაში საკრებულოდან მისი წასვლის სხვა ვერსია
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასახელდა.

როგორც გაზეთი "ალია" 2011 წელს წყაროზე დაყრდნობით წერდა, მჭედლიძემ საკრებულო პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დატოვა. "ალიას" ინფორმაციით, მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ერთად ახალი წლის დღეებში ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა და საკუთარი სუფრის წევრებს დაუპირისპირდა. მჭედლიძემ ჩხუბის შემდეგ ერეკლე კოდუას დაურეკა, რომელსაც "ბიჭების ბრიგადა გაუგზავნია, მჩაგვრელი "ნაციონალები" ერეკლე კოდუას ბიჭებს ისე უბეგვიათ, რომ, როგორც ამბობენ, ბევრი მათგანი დღემდე გონზე ვერ მოდისო", - წერდა გაზეთი "ალია". სწორედ ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს კატეგორიულად მოუთხოვია, დაძაბული ვითარების განსამუხტად უგულავა-კოდუას ძმაკაც მჭედლიძეს საკრებულო დაეტოვებინა. გვანცა დარასელიამ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში გაზეთში დაბეჭდილ ინფორმაციას ჭორი უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ საკრებულო დატოვა, არა პრეზიდენტის მოთხოვნით, არამედ პირადი მოტივით.
10:25 / 16-03-2016
განათლებული ადამიანი რო უნდა მართავდეს ქვეყანას და შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მქონე, რომელსაც რეალურად ესმის ქვეყნის პრობლემები და საერთაშორისო ურთიერთბები, და არა შტანგისტი, მორაგბე, ფეხბურთელი, ბალერონი, ჭოკზე მოხტუნავე, სტრიპტიზიორი და ჰაერში გაკვანძული, მაგი დროსთან რა კავშირშია შე დროს გასწრებულო და "ზეთანამედროვე" ადამიანო???
aba!!!-ს ზსს-გან
00:10 / 16-03-2016
ვინც არ იცნობთ და არ იცით ვინ არის ვახო მჭედლიძე უხერხული და არასწორია ასეთი აზრების ფრქვევა და მცდარი იმფორმაციების გავრცელება. მე კარგად ვიცნობ მას და მის ცხოვრებას და ერთ ადამიანს ვერ ნახავთ ვისთვსაც ცუდი გაუკეთებია, მითუმეტეს პადარა ქვეყნის შვილები ვართ და მოიკითხეთ კარგად და მერე ილაპარაკეთ. და მას მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანებისთვის ახლობლებისთვის და არამარტო ახლობებისთვის უამრავი უანგარო სიკეთეები აქვს ნაკეთები, ესეც შეგიძლიათ რომ მოიკითხოთ კარგად და გაიგებთ.. ღმერთმა ბევრი მიცეს ჩვენს ქვეყანას ვახოსნაირი კაცები და საქართველო გაიტანს თავის გასატან ლელოს!!!
rug
მსგავსი სიახლეები
ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალები" ვიზალიბერალიზაციის თემაზე ერთმანეთს "ფეისბუქში" დაუპირისპირდნენ
ლელას და გიგის ერთი საერთო ვაჟი - ალექსანდრე ჰყავთ, რომელიც 7 წლისაა
გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან. ქალაქში ამბობენ, რომ თბილისის ყოფილი მერი
"ჩემგან სერიოზული პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ძალიან სასაცილო იქნება"
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის თქმით, არჩევნების შემდეგ მთავრობას წაუყენეს სამი ძირითადი მოთხოვნა
კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
მისივე თქმით, პარტიაში დარჩენილები პატივს სცემენ პარტიიდან წასულების აზრს
"გიგიმ, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და "ადამიანურად შემეცოდა"
+VIDEO| "ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლიდერობას ასხივებდა, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს"
"როდესაც ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს რომ ფუნდამენტური პრობლემებია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:21 / 25-04-2017  Image "ეს ჩემთვის ბოლო ეთერია..." - "დღის შოუს" წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ
"წარმატებები მინდა ვუსურვო გადაცემას განახლებული ფორმატით"
17:22 / 25-04-2017  Image პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა
გაგუა საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ
14:38 / 23-04-2017  Image გამაბრუებელი მასტერკლასი თბილისში Stoli Group-ის ბრენდ-ამბასადორისგან
Vodka მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და სუფთა ალკოჰოლური სასმელია
11:19 / 25-04-2017  Image რა ჯდება ავლაბრის რეზიდენციის და ქუთაისის პარლამენტის შენობების შენახვა
ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ხარჯებმა 2016 წელს სულ 1 559 171 ლარი შეადგინა
17:54 / 26-07-2016  Image "ექიმებს უგონოდ მყოფი დახვდათ, 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული" - როგორ იხსნა "112"-ის ოპერატორმა 24 წლის გოგო სუიციდისგან
"თავი დამანებეთ.... ნუ მირეკავთ..."
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49