"მივხვდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს" - რა მოლოდინი აქვს სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით გრიგოლიას

"მივხვდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს" - რა მოლოდინი აქვს სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით გრიგოლიას

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. როგორც გადაცემა "არჩევანში" გრიგოლიამ განაცხადა, ვიდეომასალების გამოქვეყნებით მასაც დაემუქრნენ და კონკრეტული პირობაც წაუყენეს.

"31 მარტამდე თუ არ წახვალ ქვეყნიდან, ჩვენ აუცილებლად გამოგვიქვეყნებთ მასალებსო. მე არსად წასვლას არ ვაპირებ. არ წამოვეგები შანტაჟს. თუ უნდათ რამეს გასაჯაროება, გაასაჯაროონ", - ამბობს გრიგოლია.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეატყობინეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები არსებობდა.

"2012 წლამდე მე შემატყობინეს, რომ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არსებობდა. ეს იყო არჩევნებამდე. საერთოდ, არ ვიცი ეხლა რა კადრებზეა საუბარი, 2012 წლამდე თუ ამის შემდეგ, რადგან მე პირადი ცხოვრება სულ მაქვს და ეს მე მგონი არავის არ უკვირს. ამიტომ მე მაქვს ასეთი პოზიცია, ის ვინც ამას იღებდა და ის, ვინც დღეს ამის გამოქვეყნებით იმუქრება, ერთი და იგივე უბედურებაა. 31 მარტისთვის, როდესაც მე საქართველოდან არ წავალ, ვნახავ რა მასალებია ჩემთან დაკავშირებით, როგორც აანონსებენ, "გამომიყრიან მასალებს" და გავიგებთ როდინდელია", - განაცხადა გრიგოლიამ.

იხილეთ ვიდეო

ჟურნალისტმა ის დღეც გაიხსენა, როდესაც შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მასთან დაკავშირებით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება დაანონსდა.

"ძალიან გავბრაზდი გუშინ და ჩემს თავში მოხდა უცნაური რამ. ეს არის თემა, რომელსაც ბოლომდე ჩავყვებით. მე ვიცი ერთი რამ, ის რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ერთი რამ არის ძალიან საინტერესო. მუქარა მიდის პოლიტიკოსებზე. დაიმახსოვრეთ, წინასაარჩევნოდ ისეთი საქართველოს მომსწრენი გავხდებით, როგორც აქამდე არ გვინახავს. მე გუშინ გამითენდა ასეთი დილა. გავიღვიძე, "ფეისბუქზე" შევედი და ვისაც ვიცნობდი, ყველას მოწერილი ჰქონდა "ინგა როგორ ხარ?". მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს. დამირეკა ჩემმა შვილმა, რომელმაც მითხრა, დედა ეხლა ჩაისუნთქზე ათჯერ და მოისმინე... მითხრა ეს ამბავი. მეგონა მოვკვდებოდი... დავინგერი, მაგრამ ამ დანგრევამ მომიყვანა აზრზე. მივხვდი, რომ ახლა დამალვა აღარ შეიძლებოდა. მივედი ტელევიზიაში და პირდაპირ ეთერში გავხსენი ეს თემა. გამოყარონ, გაასაჯაროონ რაც აქვთ.. ამას გადავხარშავ", - ამბობს გრიგოლია.

ასევე იხილეთ: "მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო" - ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირ ეთერში პასუხობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."