რა შეიცვლება ევროკავშირში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ

რა შეიცვლება ევროკავშირში ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ

22 მარტის ბრიუსელის ტერაქტებმა აჩვენა, რომ ევროპა ტერორიზმთან გამკლავებას ვერ ახერხებს. ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ტერორიზმის საფრთხე უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია stratfor-ის სტატიაშია აღნიშნული.

როგორც ავტორი წერს, ტერორიზმის საფრთხის ზრდის გამო საფრთხე ექმნება შენგენის შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის გაუქმებასა და თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს. ამასთან, შიშის ზრდა კონტინენტზე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების გამწვავებას შეუწყობს ხელს.

stratfor-ის სტატიის მიხედვით, ბრიუსელის ტერაქტების პირველი შედეგი ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით ბლოკში ახალი დებატები იქნება. შენგენის შეთანხმება 2015 წლის დასაწყისში მიგრაციის კრიზისის გამო უკვე დადგა საფრთხის ქვეშ. პარიზში ნოემბერში განხორციელებულმა თავდასხმებმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა, ვინაიდან როგორც ცნობილია, თავდამსხმელები საფრანგეთსა და ბელგიას შორის ისე გადაადგილდებოდნენ, რომ ვერავინ შენიშნა. შესაბამისად, პარიზის ტერატქების შემდეგ საფრანგეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი 2016 წლის ბოლომდე უნდა გაუქმდეს. თუმცა, ბოლო თავდასხმებმა ნათელი გახადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ცალკეული ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველი იქნება. იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."