"ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ რომ შემრცხვეს, შეიძლება ერთი-ორ შინაურ ადამიანს ვაწყენინო" - თამაზ მეჭიაური

"ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ რომ შემრცხვეს, შეიძლება ერთი-ორ შინაურ ადამიანს ვაწყენინო" - თამაზ მეჭიაური

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ. როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში და კადრები არ უნდა გაენადგურებინა, რადგან განადგურება მოხდებოდა მხოლოდ იმ კადრების, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა.

"ეს კადრები დაუკვეთა, გადაიღო და ალბათ რამდენიმე ეგზემპლიარადაც გადაამრავლა ხელისუფლებამ, რომელიც ამის შემოქმედი იყო. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების შეცდომა იყო ის, რომ არ უნდა აყოლოდა იმ კამპანიას, რომელიც მაშინ იყო, რომ კადრები განადგურებულიყო, ვინაიდან ფაქტიურად განადგურდა მხოლოდ ის კადრები, რომლებიც სამინისტროში არსებობდა, დანარჩენი ქვეყნიდან იქნება გატანილი, ზოგი ალბათ აქაც არის შენახული. სწორად მიმაჩნდა, რომ მაშინვე ბოლომდე მისულიყო გამოძიება. ასეთ რამეს ვერავინ გაბედავდა უმაღლესი თანამდებობის პირების მხარდაჭერის ან უშუალო მონაწილეობის გარეშე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დარქმეოდა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატის თქმით, ყველა დამნაშავე ციხეში არ უნდა ყოფილიყო ჩასმული, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო, თუ ვინ ჩადიოდა ამას.

"დანაშაულები უნდა დაყოფილიყო სიმსუბუქის და სიმძიმის მიხედვით, უნდა ჩამოგვეწერა დანაშაულების ნაწილი, უნდა გვცოდნოდა, რომ ამა თუ იმ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ვაპატიებდით, ხოლო უნდა დასჯილიყო ამ ამბის შემოქმედი. თვალთვალის ობიექტი მაშინ ყველა ვიყავით. ჩემზე თუ რაიმეს გავრცელება უნდათ, გაავრცელონ, მე არაფრის მეშინია. ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ, რომ ძალიან შემრცხვეს. შეიძლება ერთი-ორ ძალიან შინაურ ადამიანს ვაწყენინო. ამაზრზენია და ალბათ არაკაცურიც, ვიღაცის საძინებელში რაღაცეებს რომ აყენებ, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ ყველაფერს მიაბეს მეორე თემა, თითქოს, რადგან თვალთვალი ამაზრზენია, ამიტომ ვიდეოების მონაწილე ყველა პერსონაჟი გმირია. ასე არ არის. მე თავს წმინდანად არ მივიჩნევ, რომ ვინმეს ასეთ საკითხებზე მივუთითო, ვინ რა უნდა აკეთოს და ვინ ვისთან იაროს, მაგრამ არსებობს მეორე კატეგორია, უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი ვინც თანამდებობებს იკავებს და ისინი, ვისაც თანამდებობის დაკავება სურს, თუ ვინეზე არსებობს ასეთი მაკომპრომეტირებელი მასალა, უნდა გადადგნენ", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."