გოგი თოფაძე - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არის ერის დამცირება

გოგი თოფაძე - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არის ერის დამცირება

ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმალურად მკაცრი კანონი, რათა ვერავინ გაბედოს, შეურაცხყოფა მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებებს თუ მთელ ქვეყანას, - ამის შესახებ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არის არა მარტო პიროვნებების, ერის დამცირებაც.

"მე მხარს დავუჭერ კანონის გამკაცრებას ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმალურად მკაცრი კანონი, რათა ვერავინ გაბედოს შეურაცხყოფა მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებებს თუ მთელ ქვეყანას. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც საქართველოს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. დღეს კანონი მსგავსი დანაშაულის მიმართ ძალიან ლიბერალურია", - განაცხადა თოფაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."