პოლიტიკოსები სივრცეში ყურების ნაცვლად, სხვისი უკანალის თვალიერებაში ატარებენ ცხოვრებას - ალასანია

პოლიტიკოსები სივრცეში ყურების ნაცვლად, სხვისი უკანალის თვალიერებაში ატარებენ ცხოვრებას  - ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ "მორალისტი" პოლიტიკოსების მომრავლებაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს ადამიანები ქვეყნის მომავალზე ფიქრის ნაცვლად, დროს "სხვისი უკანალის თვალიერებაში ატარებენ".

"პოლიტიკაში ბოლო დროს მომრავლებული "მორალისტები", რომლებიც გულგრილობას და უუნარობას იჩენენ ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა კრიზისების მიმართ, არ და ვერ არიან დაკავებული საგარეო საფრთხეების აღქმითა და მოგვარებით, მაგრამ ყოველ წამს მზად არიან მორალური ტერორით ადამიანების თვითმკვლელობამდე მიყვანა სცადონ, ვერც ხვდებიან, ნებისმიერი ადამიანის პირად ურთიერთობასთან ან კრიზისთან შედარებით, რამდენად შეუდარებლად ავადმყოფურია მათი ქმედება და აზროვნება.

სამაგიეროდ და საბედნიეროდ, ხალხი ხვდება, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც სივრცეში ყურების და მასშტაბში აზროვნების ნაცვლად სხვისი უკანალის თვალიერებაში ატარებენ ცხოვრებას, ვერ შექმნიან ჯანსაღ გარემოს. მათ კარგა ხანია, თვითონ განუსაზღვრეს საკუთარ თავებს, აზრებს და თვალებს ადგილი - კლოაკაში.

შანტაჟისა და ტერორის შესაძლო მსხვერპლთ კი მინდა შევახსენო - ტერორისტებთან და შანტაჟისტებთან მოლაპარაკებაზე არ მიდიან. ეს მსოფლიო ანტიტერორისტული პრაქტიკის აქსიომაა", - წერს ალასანია "ფეისბუქზე".

ორი დღის წინ უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ.

იხილეთ: "ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ რომ შემრცხვეს, შეიძლება ერთი-ორ შინაურ ადამიანს ვაწყენინო" - თამაზ მეჭიაური

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."