კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:42 / 29-03-2016
პრეზიდენტების ქონება - რომელია საქართველოს ყველაზე მდიდარი და ყველაზე "ღარიბი" პირველი პირი
პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, თუ საქმე ქვეყნის პირველი პირების დაგროვილ უძრავ თუ მოძრავ ქონებას ეხება. რამდენად შეძლებული პრეზიდენტები ყავდა საქართველოს და არის თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ისეთივე მდიდარი, როგორც მისივე სიტყვებით, მისი სექსუალური ცხოვრება, ამის გარკვევას AMBEBI.GE შეეცადა:

ზვიად გამსახურდია
ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ხელფასი არ აუღია, თუმცა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელზე საკმაოდ ღირებული უძრავი ქონება ირიცხებოდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხური კოშკი, რომელიც არა მხოლოდ გამსახურდიების ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის უკვე დიდი ხანია იქცა მნიშვნელოვან ფასეულობად - 2009 წლის 19 მარტს, ვერაზე, გალის ქუჩაზე მდებარე ორსაუკუნოვან სახლს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი" მიენიჭა. კოშკი 4875 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც დღესაც ცხოვრობს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი. შენობას რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.

ამასთან, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა აფხაზეთში, ბიჭვინთის მახლობლად, სოფელ ლიძავაში მდებარე აგარაკიც, სადაც დღესაც დგას გასული საუკუნის 60-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აშენებული ვილა, რომელსაც აფხაზურად "აფსუა აბაა" (აფხაზური სახლი) ერქვა. პრეზიდენტის ოპონენტების განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია ზვიად გამსახურდიასთვის ნაჩუქარმა შეჯავშნულმა მერსედესმა. ცნობილია, რომ ავტომობილი, რომლითაც პრეზიდენტი გადაადგილდებოდა, მეშვიდე კატეგორიის ჯავშანმანქანას მიეკუთვნებოდა. ის კიდევ ერთ ავტომობილთან ერთად, მაშინდელმა ოფიციალურმა პირმა კახი ასათიანმა გერმანიაში შეიძინა, თითოეულში კი 42 000 გერმანული მარკა გადაიხადა. ერთი პრეზიდენტის ესკორტს გადაეცა, მეორე - აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძეს. სამთავრობო გადატრიალების შემდეგ, ავტომობილი საქართველოს სამხედრო საბჭოს მფლობელობაში გადავიდა. ამბობენ, რომ მანქანა დღესაც სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე იმყოფება.

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოში სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შევსება სავალდებულო 1998 წლიდან გახდა. ბუნებრივია, მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ერთ-ერთი პირველი ავსებდა აღნიშნულ დოკუმენტს. 1998 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შევარდნაძის საკუთრებაში 150 ათასი ლარის ღირებულების ნივთები ირიცხებოდა. პრეზიდენტის ოჯახის საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურებოდა: "საქართველოს ბანკში" გახსნილ ორ ანაბარში 261 331 ლარი და 195 023 დოლარი ირიცხებოდა (ამ უკანასკნელზე განმარტებისას მითითებული იყო, რომ ალექსანდრე ონასისის პრემია გახლდათ). მეორე ანაბარი კი, ქვეყნის პირველი ლედის ნანული შევარდნაძის სახელზე იყო გაფორმებული. პარალელურად, "თბილიტერბანკში" პრეზიდენტის მიმდინარე ანგარიშზე 61 358 აშშ დოლარი ირიცხებოდა. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ 1997 წელს, ედუარდ შევარდნაძის წლიურმა ხელფასმა მხოლოდ 3 796 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში პრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა.

1999 წელს ედუარდ შევარდნაძეს მიმდინარე ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდა, თუმცა პრეზიდენტის ოჯახს ქართულ და უცხოურ ბანკებში გახსნილმა ანაბრებმა შემოსავალიც მოუტანა. კერძოდ, 31 203 აშშ დოლარი და 3 000 გერმანული მარკა. 2000 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტს 10 000 აშშ დოლარი ლექციების ჩატარები
You must have Flash Player installed in order to see this player.
დან და სტატიების გამოქვეყნებიდან მიუღია. 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის საბანკო ანგარიშები შემდეგნაირად ნაწილდება: "საქართველოს ბანკის" სამ სხვადასხვა ანგარიშზე 9 491 დოლარი, 225 109 დოლარი და 3 327 დოლარი. ამავე პერიოდში, პრეზიდენტის ოჯახი "დოიჩე ბანკში" 731 800 გერმანულ მარკას ინახავდა.

შესაბამისად, შევარდნაძის ოჯახმა საბანკო ანაბრებიდან, 2000 წლის პერიოდში, შემოსავლის სახით მიიღო: 19 203 გერმანული მარკა, 1 180 აშშ დოლარი, 10 937 აშშ დოლარი და 1 055 აშშ დოლარი. 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის წლიური სახელფასო შემოსავალი 4 800 ლარამდე გაიზარდა. დაახლოებით იგივე ციფრები ფიქსირდება 2002 წლის დეკლარაციაშიც. 2003 წლის მონაცემებით კი, საბანკო ანგარიშებიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია.

2003 წლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები აღარ შეუვსია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მან მეორე წიგნიც გამოსცა და ის რამდენიმე ენაზეც ითარგმნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ამჯერად მიიღებდა ურიგო შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ბიზნესშიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ედუარდ შევარდნაძის სიძე, რომელიც დღემდე კომპანია "მაგთის" მფლობელია, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მონოპოლისტად ითვლებოდა.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მაღალჩინოსნის სტატუსით ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წლის 16 მაისს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაშია 154 კვ.მ-ის მქონე ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. მიხეილ სააკაშვილის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი ყვარელში, რომლის ფართობია 6800 კვ.მ. ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს ყვარელში. მასვე ეკუთვნის 500 კვ.მ. ნაკვეთი გუდაურში. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 42 328 ლარი ერიცხებოდა. მიმდინარე ანგარიშზე კი 7 080 ევრო და 23 000 დოლარი.

საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსს ანაბარზე"თი-ბი-სი" ბანკში, 21 000 დოლარი ინახებოდა, ჰოლანდიურ ING Bank-ში კი 85 000 ევრო. მიხეილ სააკაშვილს societe general-ის მიმდინარე ანგარიშზე 39 000 ევრო ერიცხებოდა. 2013 წელს ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტმა 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ ყვარელში რვა ნაკვეთი შეიძინა, რომლებშიც ჯამში 105 ათასი ლარი გადაიხადა.

მედიაში არაერთხელ თქმულა მიხეილ სააკაშვილის ბიზნესინტერესების შესახებ. ანალოგიურ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად ავრცელებდნენ. მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ნავთობკომპანიებსა და სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებში არაოფიციალურად ფლობდა წილებს.

გიორგი მარგველაშვილი

წინამორბედებისგან განსხვავებით, მოკრძალებულად გამოიყურება მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქონება. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტი ფლობს ხუთ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას. მის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, იაშვილის ქუჩაზე, ასევე მიწის ნაკვეთები ქალაქ დუშეთში. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილის საკუთრებაშია 775.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე და ამავე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი 946.00 კვ.მ., 541.00 კვ.მ., 1000.00 კვ.მ.-ია. ასევე, მის საკუთრებაშია ამავე მისამართზე მდებარე 200.00 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი. 2015 წელს დეკლარაციას თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე 70 კვ.მ-ის ფართობის მაკა ჩიჩუას ბინა დაემატა.

რაც შეეხება პრეზიდენტის შემოსავლებს 2015 წელს, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მან 82 800 ლარი აიღო. ხოლო მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას, ტვ 3-სგან (მხატვარი) 30 000 ლარის შემოსავალი აქვს აღებული.

2013 წელს "კვირის პალიტრის" ინტერვიუში პრეზიდენტის ხელფასის 9 000 ლარამდე გაზრდის კომენტირებისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: "ხელზე ავიღებ 7.200 ლარს. მანამდე დაახლოებით ამის ნახევარი ჰქონდა წინა პრეზიდენტს. შემიძლია მარტივად ავხსნა, რამ გამოიწვია ჩემთვის ხელფასის გაზრდის საჭიროება და დასამალიც არაფერია. 4 ათასი ლარი არ იყო ის თანხა, რითაც რეალურად ცხოვრობდა საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორც კი შევუდექი მოვალეობის შესრულებას, გადავწყვიტე, რომ საზოგადოების მოტყუება და პრეზიდენტის ხარჯების სხვა უწყებებზე გაწერა უნდა დასრულებულიყო. პირდაპირ ვთქვი, რომ როცა გაქვს ასეთი სტატუსი, შესაბამისად, გაქვს ხარჯები, რისთვისაც 3-4 ათასი ლარი არ არის საკმარისი. არა იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ თანხით ვიცხოვრო, თუმცა ჩემი ხელფასი პოლიტიკაში მოსვლამდე მეტიც ყოფილა, არამედ იმიტომ, რომ ამ სტატუსით ვერ შეძლებ ამ თანხით ცხოვრებას. ან უნდა მოიტყუო..." - აღნიშნა მარგველაშვილმა ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი ოჯახის წევრები ავტომობილს არ ფლობენ. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა Großhadern-ში გიორგი მარგველაშვილის სახელზე ჩაირიცხა 20 000 ევრო და აღნიშნულიდან დარჩენილია 7 500 ევრო. რაც შეეხება პრეზიდენტის შემოსავლებს, 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მან 82 800 ლარი აიღო. მარგველაშვილის დაფუძნებულია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საიდანაც ყოველწლიურად ლექტორობისთვის დაახლოებით 57 000 ლარის შემოსავალს იღებდა.

რუსა შელია
AMBEBI.GE
16:52 / 19-04-2016
ყველაზე მდიდარი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ღარიბებს მალე ჩამოგითვლი-საქართველოში მცხოვრებთა 99%.
LULU
20:20 / 16-04-2016
დჯოხტაბერიდზემ დამიბრუნოს სიმამრის სჰეწმული დედაცჰემის სიმწრიტ დაგროვილი 65 ატასი მანეტი
ari
მსგავსი სიახლეები
ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "კვირის პალიტრამ" პოლიტიკოსების დეკლარაციებს თვალი გადაავლო
+VIDEO| უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს 28 წლის ასაკში დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი
"არაა გამორიცხული, რომ სწორედ ოქრუაშვილი აბარებდა ჩემთან გარკვეულ ადამიანებს ამ ინფორმაციას"
ის დროებით კარავში იქამდე იმუშავებს, სანამ "ოდესა-რენის" ავტომაგისტრალის მშენებლობა არ დასრულდება
"ქართულმა საზოგადოებამ "ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ ამ ძალადობის გამო უარი უთხრა"
+VIDEO ჩხრეკა უკავშირდებოდა საქართველოს საკონსულოს თანამდებობის პირთა უკანონო ფინანსურ ოპერაციებს
უცნობია, რას გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი სიტყვაში "ბოლოჯერ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:00 / 25-06-2016  Image "ბელას" ტორტების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
თანამშრომლების განცხადებით ზარალი მნიშვნელოვანი
22:06 / 24-06-2016  Image ნოდარ ჯავახიშვილი - ჩვენთან ყველა რეგიონში 2, 3, 4, ზოგან მეტი უნივერსიტეტია - ეს მარაზმია
+VIDEO: ვერ დაგეთანხმებით, რომ უნივერსიტეტები ყველა სოფელში უნდა იყოს
16:20 / 24-06-2016  Image როგორ გამოიყურება "საბა კონსტრაქშენის" მიერ ახალაშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბაზე
+PHOTO საცხოვრებელში სტუდენტების განთავსება, შესაძლოა სექტემბერში მოხერხდეს
11:29 / 24-06-2016  Image "სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს" - გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?
დავით ოქიტაშვილი მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს
15:33 / 24-06-2016  Image "საშიში ადამიანი ხარ, რომელიც ყველაფერს იკადრებ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნანა ლეჟავას შესახებ
"მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49