პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება: "ფეისბუქზე კადრები გამომიგზავნეს, შეთავაზებით: ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს"

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება: "ფეისბუქზე კადრები გამომიგზავნეს, შეთავაზებით: ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის, ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა ვიდეოებს ფოტოები ედო, რომელიც მეტყველებდა, რომ ფარული ჩანაწერი იყო.

იხილეთ ვიდეო

"ორი კვირის წინ მე მქონდა ინტერვიუ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, სადაც ვისაუბრე ძალიან მკაცრად, გავაკრიტიკე ხელისუფლება და ზუსტად ამის შემდეგ, სამ დღეში სოციალურ ქსელ facebook-ში ჩემი გვერდი დაბლოკეს, თუმცა იქამდე გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც, მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომლის გავრცელებაც დაანონსდა. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრები. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. ექსპერტის თქმით, ხელისუფლებას რომ სურვილი ჰქონდეს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაჭავარიანი უკვე დაიბარეს პროკურატურაში. მთავარი პროკურატურის განცხადებით, მაჭავარიანი მოწმის სახით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული. მას უწყებაში ამ წუთებში ელოდებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."