"მინდა ვუთხრა ქართველებს - ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება დროში გაიწელოს" - EPP-ს პრეზიდენტი

"მინდა ვუთხრა ქართველებს - ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება დროში გაიწელოს" - EPP-ს პრეზიდენტი

მინდა ვუთხრა ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს - ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა მოინახულა.

ჯოზეფ დოლის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებობს პროცედურა, ის გრძელდება და იქნება პოზიტიური, მაგრამ არ იცის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მოხდება 15 ივნისს თუ წლის ბოლოს. "ეს არის ევროპული პროცედურა. მინდა ვუთხრა ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს - ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს. მოგეხსენებათ, ევროპაში დღეს არის ტერორიზმის საკითხი, ბევრი საკითხი, რომელიც ევროპას აწუხებს", - განაცხადა EPP-ს პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას შეუძლია კრიტიკოსებს პასუხი გასცეს. "ეს არის პოლიტიკა, მე მაკრიტიკებენ, მაგრამ შემიძლია გავცე პასუხი. მინდა, რომ საქართველო სამართლებრივი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო იყოს, ეს არ დამავიწყდება და ერთიც უნდა ვთქვა - მე გავაგრძელებ მუშაობას "ნაციონალურ მოძრაობასთან," რომელიც იცავს ამ სამ ადამიანს და იმ ევროპულ მომავალს, რომელიც საქართველოს აქვს", - განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."