"ეს ნაძირლები იღებდნენ დავით ბაქრაძეს მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად..." - გია ბარამიძე ფარულ ჩანაწერებზე

"ეს ნაძირლები იღებდნენ დავით ბაქრაძეს მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად..." - გია ბარამიძე ფარულ ჩანაწერებზე

ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების დებატები გაიმართა. გია ბარამიძემ და ნუკრი ქანთარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საკითხზე და იმაზე ისაუბრეს, რამდენად ადექვატურია ხელისუფლების ქმედება და მცდელობა, გამოავლინოს და დასაჯოს ამ საქმეში მონაწილეები. ბარამიძემ ნუკრი ქანთარიას შენიშვნაზე, წინა ხელისუფლების დროს ვინ აწარმოებდა ჩაწერას და რამდენად იყო ინფორმირებული სააკაშვილის მთავრობა ამ ჩანაწერების არსებობის შესახებ, ასე უპასუხა:

"ის, ვინც ამას აკეთებდა არის დამნაშავე ყველას წინაშე, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელისუფლების (ნაციონალური მოძრაობის) წინაშე. ამას მოწმობს ისიც, რომ ეს ნაძირლები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ არათუ დააპატიმრა, გადმოილოცა სისტემაში, იღებდნენ დავით ბაქრაძეს თავის მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად და კიდევ ბევრ ჩვენგანს. შესაბამისად, რამდენად შეიძლება რომ თითოეული ჩვენგანი ვყოფილიყავით ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული, ან ჩვენ ნებართვა მიგვეცა, ეს თავად განსაზღვრეთ. თუ ეს ეჭვი არის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები გარეულები იყვნენ ამაში, ამაზე უნდა ილაპარაკონ არა პოლიტიკოსებმა, აქამდე პროკურატურას ამის საფუძველი რომ ჰქონოდა, წაუყენებდა ბრალს ამ ადამიანებს.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გამოვლენილია ამ ხელისუფლების დროს, რომელიც ავალებდა, აშანტაჟებდა და რაც არასდროს, არც ერთი წინა ხელისუფლების დროს არ მომხდარა, ავრცელებდა ამ მასალებს, ასეთი ადამიანები ხელისუფლებამ არათუ დასაჯა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვედელიძე, უბრალოდ თანამდებობიდან გაათავისუფლა და ეს ადამიანი არც ერთი დღე არ მჯდარა ციხეში. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს ციხეებში სასტიკი მოპყრობით იყვნენ დაკავებულები და ჩვენმა ხელისუფლებამ ამის გამოვლენის შემდეგ დააპატიმრა, ამათმა ციხეებიდან გამოუშვეს, ე.წ ბასტი და ბუბუ დღეს სტრუქტურებში მუშაობენ. ასე ეპყრობა ეს ხელისუფლება ადამიანებს, რომლებიც უნდა ისჯებოდნენ, ისინი არათუ ისჯებიან, არამედ ხელისუფლება ახალისებს მათ", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ბარამიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"