დავით სერგეენკო შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

დავით სერგეენკო შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების დაგვიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ გამოიკვეთება 14 წლის მოზარდთან დაკავშირებით სასწრაფოს არაჯეროვანი დამოკიდებულება, საკითხს სამინისტრო შეისწავლის. ასეთი კომენტარი გააკეთა მინისტრმა, როცა ჟურნალისტებმა სთხოვეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირება, რომლის თანახმადაც სასწრაფოს ბრიგადის მიერ შორენა ბეგაშვილის შვილი დარღვევებით იქნა გადაყვანილი.

"სასწრაფო დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემური პრობლემა ჰქონდა, რაც ნაწილობრივ მოგვარდა და ნაწილობრივ რჩება პრობლემად" -აღნიშნა სერგეენკომ. მისივე თმქით, აღნიშნულ ფაქტზე თუ გამოიკვეთება არაჯეროვანი მოვლა, საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურა შეისწავლის.

იხილეთ ვიდეო

"რეგიონების შემთხვევაში პრობლემა არის აღჭურვილობა და ავტოპარკი, თბილისის შემთხვევაში კი არის შეუსაბამო გამოძახებები, დიდი ხანი დაკარგული გამოძახებაზე მისასვლელად, რომელსაც თავისი მრავალი მიზეზი აქვს - საგზაო მოძრაობა, გზის არ დათმობა და სხვა. რაც შეეხება სამედიცინო მოვლის ხარისხს, თუ ამ შემთხვევაში გამოიკვეთება ის, რომ არაჯეროვანი მოვლა იყო, არსებობს სტრუქტურა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც დადგენილი წესით შეისწავლის საკითხს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნული კომენტარი ქედაში სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი ფართის დათვალიერების დროს გააკეთა.

შეგახსენებთ, გუშინ "ფეისბუქზე" გავრცელდა ახალგაზრდა მამაკაცის პოსტი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ფანჯრიდან გადმოვარდნის ფაქტის თვითმხილველი გახდა. ირაკლი ჩორგოლაშვილი პირად გვერდზე გავრცელებულ ვრცელ პოსტში სასწრაფო დახმარების ექიმებს დაგვიანებასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა.

წაიკითხეთ: რას პასუხობს სასწრაფო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."