დავით ნარმანიას ფიტული ქვიშაში თავდაყირა ჩაფლეს

დავით ნარმანიას ფიტული ქვიშაში თავდაყირა ჩაფლეს

თბილისის მერიასთან აქციის მონაწილეებმა დავით ნარმანიას ფიტული სპეციალურად მიტანილ ქვიშაში თავდაყირა ჩაფლეს. თბილისის მერიასთან დიღმის მასივის მე-6 კვარტლისა და გლდანის პირველი მიკრორაიონის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ დიღმის მასივში სკოლის ტერიტორიაზე არ აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსები, ასევე გლდანის პირველ მიკრორაიონში სტადიონის ტერიტორიაზე არ მოხდეს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.

როგორც დიღმის მასივის ერთ-ერთმა მცხოვრებმა და აქციის მონაწილემ ირინა გობეჯიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, დიღომში სკოლის ტერიტორიაზე არის მწვანე ნარგავები, შესაბამისად, დაუშვებელია ეს ნარგავები განადგურდეს მრავალსართულიანი ბინების ასაშენებლად. მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ აქციას, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."