აზერბაიჯანი მზად არის "კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირებისთვის"

აზერბაიჯანი მზად არის "კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირებისთვის"

აზერბაიჯანი მზად არის, კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებიდან სამხედრო დარეგულირებაზე გადავიდეს. ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა ფოლად ბულბულ ოღლიმ რადიოსადგურ "Говорит Москва"-ს ეთერში განაცხადა. "ჩვენ მზად ვართ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. მაგრამ მშვიდობიანი გზით თუ არ გადაწყდა, მაშინ სამხედრო გზას მივმართავთ", - განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 21% სომხეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" იტყობინება აზერბაიჯანი ცალმხრივ რეჟიმში წყვეტს კონტრშეტევით ოპერაციას. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უწყება აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო სტრუქტურების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღო და "სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრშეტევებსა და საპასუხო ზომებს აჩერებს".

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დიარგახლიმ რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ სომხეთის მხრიდან "პროვოკაციული საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარის პასუხი მკაცრი იქნება და შეტევითი ოპერაცია კვლავ განახლდება".

მანამდე, უწყებამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 130-ჯერ დაარღვია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."