სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული - ალასანია

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული - ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული.

როგორც ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ამის შესახებ მას კონკრეტული ინფორმაცია აქვს.

"დაფიქრების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ფარული თვალთვალის და მიყურადების ობიექტი ვარ, რადგან ამის ანალიტიკურ ინფორმაციასაც და კონკრეტულსაც ვფლობთ, რომ სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილე, გოგაშვილი არის ჩართული ამ ყველაფერში. მას დავალებული აქვს ამგვარი საკითხების კურირება, ზუსტად ისე, როგორც ეს მესხელს ჰქონდა სააკაშვილის დროს. სუს-ს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია აქვს შეთავსებული. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვა ძალა, რომელსაც ამის აღკვეთის პოლიტიკური ნება ექნება ეს ვერ დამთავრდება", - განაცხადა ალასანიამ.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."