NDI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია

NDI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე უარყოფითი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 14 %-მა დააფიქსირა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი წინა - აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილია. მაშინ ევროპული ინტეგრაცია მისაღები გამოკითხულთა 60%-სთვის იყო.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს. უფრო კონკრეტულად, ანგარიშის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ რესპონდენტთა 84 პროცენტი ინფორმირებულია, საიდანაც 72 აცხადებს, რომ აღნიშნულს ემხრობა. რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 14 %-მა აღნიშნა, რომ "პროდასავლური", 52 %-ის აზრით, "პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც", 5 % ფიქრობს, რომ "პრორუსული", 16 %-ის აზრით კი, "პრორუსული, თუმცა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან". 11 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება გამოკითხულთა დამოკიდებულებას "ევრაზიულ კავშირთან" მიმართებაში, NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 20% უჭერს. შეკითხვაზე, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ, დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 20 %-მა გასცა.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ალიანსის წევრობას მხარს რესპონდენტთა 69% უჭერს, 19% კი წინააღმდეგია.

"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "რუმსში" გაიმართა. გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

ასევე წაიკითხეთ:

NDI: გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს "იგივე მდგომარეობაში" მიიჩნევს

NDI: ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნების შეძენაზე, ან ნაკლებად ყიდულობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."