ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" - 15%, " ნაციონალურ მოძრაობას" 13% მისცემდა ხმას

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" - 15%, " ნაციონალურ მოძრაობას" 13% მისცემდა ხმას

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15% ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 13% - " ნაციონალურ მოძრაობას".

ამასთან, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, 6 % არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.

გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ხმას, "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა, 4 % - "ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო "პატრიოტთა ალიანსს" – 3%. გამოკითხულთა 3% კითხვაზე პასუხად სხვა პარტიებს ასახელებს, რომლებს შორისაც იგულისხმება "ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიცია", "თავისუფალი საქართველო", "ახალი მემარჯვენეები", "გირჩი" და "საქართველოს გზა".

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა.

იხილეთ ვიდე

ასევე წაიკითხეთ:

გამოკითხულთა 42% გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, 11%-ის აზრით - "ნაციონალური მოძრაობა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."