როდის იმსჯელებს ევროპარლამენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

როდის იმსჯელებს ევროპარლამენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი თარიღი, თუ როდის იმსჯელებს ევროპარლამენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტში უნდა განიხილონ.

„ახლა უნდა დაინიშნოს მომხსენებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს კომიტეტის (LIBE) პოზიციის პროექტი ევროკომისიის წინადადებაზე. პროცედურის გრაფიკი ჯერ არ გადაწყვეტილა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ევროპარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს წინადადება მარტის დასაწყისში წარუდგინა. სწორედ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა გადაწყვიტოს მიანიჭოს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."