"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი" - მიხეილ მაჭავარიანი

 "პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი" - მიხეილ მაჭავარიანი

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგდაოებას, რომ არასერიოზული ადამიანია და ასრულებს იმ თხოვნებსა და დავალებებს, რაც "ქართული ოცნებიდან" მოდის" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულების პრეზიდენტისთვის მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნებას მიხეილ მაჭავარიანი აფასებს, როგორც "გამოსავალს ცუდსა და უარესს შორის".

"პრეზიდენტმა და პრემიერმა ხალხი მოატყუეს, როცა ვითომ ყარაბაღის თემაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ და რეალურად, ყველამ იცის, რომ იქ კონკრეტულად არჩევნების თარიღის დანიშვნაზე იყო საუბარი. იურიდიული გაუგებრობისა და უცოდინრობის გამო პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თხოვნით განცხადების გაკეთება მოუწია. ამის შემდეგ გაანალიზეს, რომ მთავრობა მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა. ფაქტობრივად, აღმასრულებელი ხელისუფლება საარჩევნო რეჟიმში გადადიოდა, რაც ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას, საჭირო იყო საარჩევნო ოლქებში წევრების დანიშვნა, სიების გამოქვეყნება და ა.შ. ეს "ქართულ ოცნებას" არ აწყობს, რადგან ბოლო კვლევის შედეგად, ყველა ხედავს, რომ ისინი არჩენებს აგებენ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანია დღეს, ფაქტობრივად, მიმდინარეობს, მაგრამ არჩევნების თარიღის გამოცხადებას თავისი იურიდიული ნორმები აქვს.

"პრეზიდენტმა არჩევნების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა და ეს არის გამოსავალი ცუდსა და უარესს შორის. საარჩევნო კამპანია დღეს, ფაქტობრივად, მიმდინარეობს, მაგრამ არჩევნების თარიღის გამოცხადებას თავისი იურიდიული ნორმები აქვს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი, რომელიც ასრულებს იმ თხოვნებსა და დავალებებს, რაც "ქართული ოცნებიდან" მოდის. საქართველოს მთვრობამ კი ამით საზოგადოებას დაანახა, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ დაინტერესებულები არიან, რომ სკამები დიდხანს შეინარჩუნონ. მე ამ პროცესს ტაკიმასხარაობა დავარქვი და სამწუხაროდ, ეს ხალხი ამასვე აგრძელებს. მთავარი სამიზნე არის ქართველი ხალხი, რომლის კეთილდღეობაზეც უნდა ზრუნავდეს პრემიერ-მინისტრიც, პრეზიდენტიც და არა იმ გამოსავალსა და ტაკიმსახარაობაზე, რაც ახლა ჩაატარეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება, იქამდე კი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს მის მიერ გამოცემულ განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."