"ზვიადმა კარგი საქმეები გააკეთა, ირაკლის ძალიან დაეხმარა..." - თამაზ თამაზაშვილი ჯანყარაშვილსა და ღარიბაშვილზე

"ზვიადმა კარგი საქმეები გააკეთა, ირაკლის ძალიან დაეხმარა..." - თამაზ თამაზაშვილი ჯანყარაშვილსა და ღარიბაშვილზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიმამრმა, პოლიციის გენერალმა თამაზ თამაზაშვილმა "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ე.წ. "კახურ კლანზე", "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელ მდივან ზვიად ჯანყარაშვილზე და მის სიძეზე - ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"ზვიად ჯანყარაშვილი ჩემი დისშვილია და ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა. როცა გარეწარმა "ნაციონალებმა" ჟანგიანი ავტომატი ჩამიდეს და დამიჭირეს, ზვიადი "ქართული ოცნების" სიღნაღის შტაბში მუშაობდა და აქტიურად იბრძოდა ნაძირალა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. არჩევნები რომ მოვიგეთ და ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ამხელა მონსტრი უწყება ჩააბარეს, მას აუცილებლად სჭირდებოდა სანდო ადამიანი, საიმედო დასაყრდენი, რომელიც "ნაციონალების" მიერ დაპყრობილი სისტემის გაწმენდასა და გაჯანსაღებაში დაეხმარებოდა და გენერალური ინსპექციის უფროსად ზვიად ჯანყარაშვილი წაიყვანა. ზვიადმა ძალიან კარგი საქმეები გააკეთა. ირაკლის ძალიან დაეხმარა იმაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება მომხდარიყო. ...რაც მთავარია, არავის დანიშვნაში მე არ ჩავრეულვარ. ჩემი შვილიც რომ იყოს, თუ შესაბამისი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ აქვს, თანამდებობაზე არ დავნიშნავ, რადგან ვიცი, რომ ამით თვითონ მას დავღუპავ", - ამბობს თამაზაშვილი ინტერვიუში.

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."