მანანა კობახიძე გია ბარამიძეს: "იქნებ, დამამშვიდებელი დალიოთ"

მანანა კობახიძე გია ბარამიძეს: "იქნებ, დამამშვიდებელი დალიოთ"

საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისევ დააყენა პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მისვლის საკითხი. როგორც უმცირესობის წევრმა, გია ბარამიძემ სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია პარლამენტში მივიდეს და "რადგან ის უკვე მერამდენე სხდომაა პარლამენტში არ მოდის, ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს". სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ, მანანა კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ყოველი ბიუროს სხდომა მათ დაეთმოთ. "ყოველ სხდომაზე უმცირესობა ცდილობს ბიურო მათ დაეთმოთ და იქნებ ბატონო გია, დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ," - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

"დამამშვიდებელს მიიღებთ თქვენ შემოდგომაზე, 8 ოქტომბერს" - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიცე სპიკერის რეპლიკას. ბარამიძემ აღნიშნა, რომ აღმაშფოთებელია, სუს-ის ხელმძღვანელის მოსასმენად კვორუმის არქონა უმცირესობას დააბრალონ.

"თავხედობა გყოფნით, რომ ეს საპარლამენტო უმცირესობას დააბრალოთ და თითი გავიშვიროთ ჩვენკენ, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული ცინიზმი", - განაცხადა ბარამიძემ.

დაპირისპირებაში ჩაერთო გიგა ბუკიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თავხედობაა გია ბარამიძისგან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე საუბარი. "არ გაინტერესებთ ბატონო გია, თავხედად რატომ მოგიხსენიეთ? როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზეა საუბარი, თქვენ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა თემას ეხებით. როდესაც წლების განმავლობაში პარლამენტში მოსვლა კი არა, სუს-ის ხსენებაზე გასუსულები იჯექით ყველანი. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის წინაშე ვალდებულია ეს სამსახური", - მიმართა გიგა ბუკიამ გიორგი ბარამიძეს.

ცნობისათვის, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდნენ.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები