პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ტექნოლოგიურ პარკში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილი საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან მართავს შეხვედრას, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებსაც შეხვდება და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.

პრემიერი, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

გიორგი კვირიკაშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა აქციის ფონზე ჩაივლის. ტექნო პარკთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც პრემიერის 100-დღიან მუშაობას არადამაკმაყოფილებლად აფასებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."