გიორგი კვირიკაშვილი - პრეზიდენტის განცხადება არ შეიძლება კონფრონტაციად შეფასდეს

გიორგი კვირიკაშვილი - პრეზიდენტის განცხადება არ შეიძლება კონფრონტაციად შეფასდეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების მაისში გამოცემის შესახებ პრეზიდენტის პოზიცია არ შეიძლება კონფრონტაციად შეფასდეს.

როგორც პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, იყო გარკვეული გაუგებრობა, თუმცა კონფრონტაციას ადგილი არ აქვს.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა მაისში დაიწყოს საარჩევნო კამპანია. არ დაგიმალავთ, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არამგონია, ეს რაიმე კონფრიტაციად შეფასდეს - არ არის ასე ნამდვილად. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში, ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის პოზიციაა ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 3 თვით ადრე გადავიდეს.

"ჩვენი მოწოდებაა, რომ გავაუმჯობესოთ წინა სტანდარტი, რომელიც გახლდათ 60 დღიანი სტანდარტი, როცა 60 დღით ადრე ცხადდებოდა წინასაარჩევნო პერიოდი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 8 ივლისი ყოფილიყო არჩეული, მაგრამ ვნახოთ. შემდეგი კონსულტაციების შედეგად მე მაქვს დიდი იმედი, რომ რაღაც საერთო აზრამდე მივალთ, ამიტომ ამაში ჩვენ რაღაც კონფტოტაციას არ ვეძებთ - ექსტრაორდინალური არაფერი ხდება. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ადამიანური ინსტიტუციური ურთიერთობის პროცესია", - განმარტა პრემიერმა.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."